fb client
01/11/2021

სახალისო ისტორიები დაზღვევის შესახებ

 

დაზღვევაზე საუბარი, ერთი შეხედვით არც თუ ისე გასართობი თემაა, თუმცა სადაზღვევო სამყარო, იმაზე ბევრად უფრო საინტერესოა ვიდრე შენ ოდესმე გიფიქრია.  დღესდღეობით სადაზღვევო სექტორი, მოთხოვნის და საჭიროებების გათვალისწინებით ძალიან სწრაფად ვითარდება, რასაც თან ახლავს მთელი რიგი დაუჯერებელი ისტორიები სადაზღვევო სფეროში. დღევანდელ ბლოგში წარმოგიდგენთ რამდენიმე ესეთ ისტორიას:

 

პირველი სადაზღვევო ხელშეკრულება 1347 წელს გაფორმდა.

მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევის კონცეფცია სათავეს უძველესი ცივილიზაციიდან იღებს, ხელშეკრულება, რომელიც ითვლება პირველ სადაზღვევო პოლისად 1347 წლის 23 ოქტომბერს ქალაქ გენუაში, იტალიაში გაფორმდა.
პოლისი გაიცა ტვირთის დასაზღვევად რომელიც გემს სახელად „სანტა კლარა“-ს გადაჰქონდა გენოას პორტიდან მალიორკაზე. პირველი სადაზღვევო კომპანიაც გენოაში დაარსდა 1424 წელს.

უცხოპლანეტელებისგან გატაცების დაზღვევა აშშ-ში 1987 წლიდან არის ხელმისაწვდომი.

უცხოპლანეტელებისგან გატაცების დაზღვევა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც UFO დაზღვევა, აგინაზღაურებთ ზარალს, იმ შემთხვევაში თუ თქვენ შეძლებთ წარმოადგინოთ შესამისი მტკიცებულებები და დაამტკიცოთ, რომ გატაცებული იყავით უცხოპლანეტელების მიერ. შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, თუმცა ფლორიდაში არსებულ სადაზღვევო კომპანიას რეალურად 100 000-ზე მეტი პოლისი აქვს გაყიდული.

კინოთეატრში გადაჭარბებული სიცილით სიკვდილისთვის არსებობს სადაზღვევო პოლისი.

არსებითად უნიკალური სახის პასუხისმგებლობის დაფარვაა - სიცილის შედეგად სიკვდილის დაზღვევა, რომელიც განკუთვნილია კომიკოსებისთვის, იუმორისტული შოუების სთენდ აფერებისთვის ან უბრალოდ იმ ადამიანებისთვის ვისაც ძალიან უყვარს კომედიები. მიუხედავად იმისა, რომ კომიკოსები და მსგავსი ჟანრის მსახიობები თავიანთ აუდიტორიას როგორც წესი დადებით ემოციებს ანიჭებენ, მცირე შანსი მაინც არსებობს, რომ მათ ზიანიც მიაყენონ. ალბათ გაგიკვირდათ და გაგიჩნდათ კითხვა, შესაძლებელია კი გადაჭარბებული სიცილი ფატალურად დასრულდეს? სინამდვილეში, დიახ, ეს შესაძლებელია. 1900-იანი წლების დასაწყისში, მუნჯი კინოს ეპოქაში  ლონდონში მდებარე სადაზღვევო ფირმა Lloyd’s-ს პირველად მიმართეს, შესაბამისი დაზღვევის თხოვნით.  

სტარბაქსი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაში მეტს იხდის ვიდრე ყავაში.

Starbucks-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰოვარდ შულცმა დაიწყო მთელი კომპანიის რეორგანიზაცია, რომელიც მოიცავდა ხარჯების შემცირებას თანამშრომლების გათავისუფლებით და მაღაზიების დახურვით ქვეყნის მასშტაბით, რომელთა უმეტესობა ორ წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში იყო გახსნილი.  თუმცა ხარჯების შემცირების ფონზეც კი შულცს უარი არ უთქვამს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე, რომლის ხარჯიც წლიურად საშუალოდ 300 მილიონ დოლარზე მეტია, ეს კი აღემატება თანხას რასაც კომპანია ყავის შეძენაზე ხარჯავს. აქციონერმა შულცს კრიზისის დროს შესთავაზა ნახევარ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლებისთვის ბენეფიტების გაუქმება, თუმცა მან ამაზე უარი თქვა.

ჯეკი ჩანი სადაზღვევო კომპანიების შავ სიაშია.

ამან შესაძლოა გაგაკვირვოთ, მაგრამ ჰონგ კონგელი მსახიობი ჯეკი ჩანი სადაზღვევო კომპანიების შავ სიაშია.  მსახიობი ცნობილია თავისი გაბედული ტრიუკებით, პირადად ამზადებს საკუთარ დუბლიორებს და მათ სამედიცინო ხარჯებსაც საკუთარი სახსრებით იხდის, რადგან არცერთი სადაზღვევო კომპანია არ თანხმდება რისკების ანაზღაურებაზე,  “უსაფრთხოების და დაზღვევის უამრავი წესია დაცული,” - თქვა ერთხელ ჩანმა თავის ოფიციალურ ვებსაიტზე მიცემულ ინტერვიუში. „ვიცი, რომ მათ უნდათ დარწმუნდნენ, რომ უსაფრთხოდ ვარ, როცა ტრიუკებს ვაკეთებ, მაგრამ ხანდახან ისინი ამტკიცებენ, რომ დამცავი აღჭურვილობა გამოვიყენო თუნდაც მარტივი ილეთების დროს, ამას კი დიდი დრო სჭირდება“,- თქვა მან. მისი თქმით ჰონგ კონგში ფილმების გადაღებისას თავს ბევრად თავისუფლად გრძნობს.

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული დაზღვევა 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა.

ამჟამად მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სადაზღვევო პოლისის მფლობელი ამერიკელი რეჟისორი სტივენ სპილბერგია, მისი სიცოცხლის დაზღვევა 1.2 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. მანამდე ყველაზე ძვირადღირებული დაზღვევის მფლობელი ამერიკელი მილიარდელი იყო რომლის ვინაობაც გინესის რეკორდების წიგნშიც კი ანონიმურად დარჩა. სიცოცხლის დაზღვევის პოლისი 201 მილიონი დოლარი ღირდა და მის შექმნაზე რამდენიმე მსხვილმა ამერიკულმა სადაზღვევო კომპანიამ იმუშავა.