fb client
07/02/2022

რა არის ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა?

ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა

გლობალ ბენეფიტს ჯორჯია მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტსა და რისკების მართვაზე, სწორედ ამიტომ ჩვენ შევქმენით შენზე მორგებული პროდუქტი ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა. აღნიშნული პოლისით დაცული იქნები შენი ბრალეულობით სხვის ავტომობილზე, ქონებასა და ჯანმრთელობაზე მიყენებული ზარალისგან. ამავდროულად, შეძლებ ჩვენი 24 საათიანი უფასო ასისტანსით სარგებლობას.

ალბათ გაინტერესებს  რას მოიცავს აღნიშნული პოლისი?

ჩვენი ყოველდღიურობა სავსეა, მოულოდნელობებით, შეიძლება ხანდახან თავად გამოიწვიო ავტოსაგზაო შემთხვევა და დააზიანო სხვა ადამიანის საკუთრება ან მისი ჯანმრთელობა. მართალია წინასწარ ამაზე ფიქრი არავის უნდა, მაგრამ მსგავსი შემთხვევები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. გლობალ ბენეფიტს ჯორჯია ავტომობილის მფლობელებს გთავაზობთ პასუხისმგებლობის დაზღვევას, რაც ითვალისწინებს, რომ თუ  ავტო ავარიის დროს, დააზიანე სხვისი ავტომობილი, ქონება ან ჯანმრთელობა და დაგეკისრა ზარალის ანაზღაურება, სხვისთვის გადასახდელ ხარჯებს, შენ ნაცვლად,  ჩვენ ავანაზღაურებთ.

ავტომფლობელთა მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისით ანაზღაურებული იქნება:

  • მძღოლის მიერ მესამე პირის ჯანმრთელობისადმი მიყენებული ზიანით გამოწვეული ხარჯები;
  • მესამე პირის ქონების დაზიანებით გამოწვეული ხარჯები.

სადაზღვევო პოლისის და პირობების დეტალურად გასაცნობათ დაგვიკავშირდით 032 250 00 01