პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
სს "რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" (შემდგომში "კომპანია") იცავს საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებულ პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას. ჩვენთვის პრიორიტეტულია, პირთა მონაცემები დავამუშაოთ კონფიდენციალურობის დაცვის საუკეთესო პრაქტიკისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი ისევე, როგორც ევროპის კავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაცია“, ითვალისწინებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ძირითად პრინციპებს. მოცემული საკანონმდებლო რეგულაციების თანახმად, როგორც დამუშავებისთვის პასუხისმგებელი, ასევე დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის ვალდებულებაა შესაბამისობის უზრუნველყოფა მონაცემთა დამუშავების პრინციპებთან, მათ შორის მონაცემთა უსაფრთხოების პრინციპთან. აღნიშნული პოლიტიკა, წარმოადგენს ერთგვარ ინსტრუმენტს, რომლის საშუალებითაც დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი გამჭვირვალეს ხდის მის მიერ მონაცემების დამუშავების პროცესს.
კომპანია პასუხისმგებლობით ეკიდება პერსონალური მონაცემების დაცვას და გვსურს გამჭვირვალედ წარვმართოთ მონაცემთა დამუშავების პროცესი, წინამდებარე პოლიტიკით აღწერილია თუ რა მონაცემებს ვაგროვებთ, როგორ, რა მიზნით და საშუალებებით ვამუშავებთ მათ და გაგაცნობთ თქვენს უფლებებსა და მათი რეალიზების მექანიზმებს. ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.
ვინ არის პასუხისმგებელი თქვენი მონაცემების დამუშავებაზე?
კომპანიის სრული სახელწოდება: სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“; ს/კ 404526777.
ქ.თელავი, შოთა რუსთაველის 27;
ქ. ქუთაისი, თამარ მეფის გამზ. N7
ქ.ბათუმი, ფარნავაზ მეფე ქუჩა 107-109;
საკონტაქტო : +995 322 50 00 01; dataprotection@benefits.ge; https://www.benefits.ge
კომპანიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების თაობაზე კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: dataprotection@benefits.ge; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: სალომე შურღაია;
რა არის პერსონალური მონაცემები?
პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით.
რა მონაცემებს ვამუშავებთ?
ჩვენ, როგორც სადაზღვევო კომპანიას, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გვესაჭიროება ინფორმაცია დაზღვევის ხელშეკრულების გასაფორმებლად და შემდგომი სადაზღვევო მომსახურების განსახორციელებლად. კომპანიის მიერ დამუშავებული მონაცემების კატეგორია დამოკიდებულია შემოთავაზებული დაზღვევის ტიპზე, გასაწევ სადაზღვევო მომსახურებაზე და შესაძლოა მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილს:
- სახელი, გვარი, სქესი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახე, სერიის ნომერი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, რეზიდენციის ქვეყანა, ფაქტობრივი და რეგისტრაციის მისამართი, ტელეფონის ნომერი, პირადი და სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მისამართი, სადაზღვევო მომსახურების გაწევის შემთხვევაში დასაზღვევის ქონების ზუსტი და სრული მახასიათბლები, სამედიცინო ისტორია და მონაცემთა სუბიექტთან დაკავშირებული ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი მონაცემები, გარდაცვალების თაობაზე არსებული მონაცემები, კომპანიის სხვადასხვა ელექტრონულ არხებში (კომპანიის ვებ-გვერდი და აპლიკაციები)გამჟღავნებული ნებისმიერი მონაცემი (მათ შორის და არამარტო მზა ჩანაწერები ე.წ. cookies და სხვა);
- ინფორმაცია, რომელიც ეხება კომპანიაში დასაქმებულებსა და დასაქმების მსურველებს. ეს მოიცავს შერჩევის ორგანიზების, დასაქმების და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დროს მოპოვებულ ინფორმაციას.
- გარდა ამისა, შესაძლოა ასევე თქვენგან გამოთხოვილ და დამუშავებულ იქნეს ისეთი განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია თქვენს ჯანმრთელობასთან, ფიზიკურ მდგომარეობასთან, მათ შორის: კონკრეტულ დაავადებებთან დაკავშირებით სიმპტომების არსებობა, გადატანილი/არსებული დაავადებები. ასევე, ინფორმაცია თქვენთვის გაწეული მომსახურებისა და თქვენ მიერ კომპანიისგან მიღებული პროდუქტების შესახებ, თქვენთან კომუნიკაციის შედეგად მოპოვებული მონაცემები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომლის დამუშავების ვალდებულება გვეკისრება კანონმდებლობით.
- ჩვენ მიერ დამუშავებული მონაცემების შეგროვება აუცილებელია საკანონმდებლო თუ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად და მოიცავს ასევე განსახორციელებელ და განხორციელებულ გადახდებს, გადახდის ფორმას (უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში, საბანკო რეკვიზიტებს), თქვენს მიერ არჩეულ სადაზღვევო პაკეტს, დაფარვის ტერიტორიას, ლიმიტებს და სადაზღვევო პრემიის ოდენობას. მონაცემთა შეგროვებისას შეგატყობინებთ თუ რა მონაცემებია სავალდებულოდ მოსაწოდებელი და რა შედეგები შეიძლება დადგეს მათი მოუწოდებლობის შემთხვევაში.
- ჩვენს მიერ შესაძლებელია დამუშავდეს დეტალური ინფორმაცია თქვენი სატრანსპორტო საშუალების, სახელწმიფო ნომრების შესახებ. ასევე შსს მომსახურების სააგენტოში დაცული ინფორმაცია თქვენი ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ.
ინფორმაცია შესაძლებელია შეგროვდეს როგორც პირადად თქვენგან (სადაზღვევო განაცხადების შევსებით), ასევე საჯარო წყაროებიდან, დაზღვევის ბროკერების, ჯანდაცვის დაწესებულებების, ფინანსური ინსტიტუტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის ფარგლებში.
მონაცემთა დამუშავების საფუძველი
კომპანიაში თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება მხოლოდ შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. მონაცემთა დამუშავების დროს შესაძლოა არსებობდეს ერთი ან ერთდროულად რამდენიმე საფუძველი. ჩვენს მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება შემდეგი საფუძვლების არსებობისას:
- მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
- მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
- არსებობს მონაცემთა სუბიექტის, თქვენი ნებაყოფლობითი თანხმობა მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე, რომელიც შესაძლოა გამოხატული იყოს, როგორც წერილობითი, ისე ზეპირი, სატელეკომუნიკაციო, ელექტრონული ან სხვა შესაბამისი ფორმით;
- მონაცემები კანონმდებლობის თანახმად საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა;
- მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად;
- მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა სუბიექტის ან სხვა პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად;
- მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად;
- მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად და მისთვის მომსახურების გასაწევად;
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება ხდება მხოლოდ იმ პირობებში და მიზნით, სადაც უზრუნველყოფილია თქვენი უფლებები და ინტერესები. გარდა აღნიშნულისა, თქვენი განსაკუთრებული მონაცემები ჩვენ მიერ შესაძლებელია დამუშავდეს იმ შემთხვევაში, თუ მათი დამუშავება პირდაპირ ან/და სპეციალურად რეგულირდება კანონით;
მონაცემთა დამუშავების მიზნები
პერსონალური მონაცემები მუშავდება მხოლოდ იმ მიზნით, რისთვისაც მას გადმოგვცემთ. სადაზღვევო კომპანიაში დასაქმებულები და კონტრაქტორები, რომელთაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, წვდომა აქვთ გარკვეული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებთან, მათთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შებოჭილნი არიან მონაცემთა კონფიდენციალურად შენახვისა და არასანქცირებული გამჟღავნებისაგან თავის შეკავების ვალდებულებით. თქვენი მონაცემები მუშავდება მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია კანონიერი მიზნის მისაღწევად და მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია, მონაცემების დამუშავების მიზნის მისაღწევად. დამუშავება მიზნად შეიძლება ისახავდეს შემდეგ მოქმედებს, რომელთა ჩამონათვალიც არ არის ამომწურავი:
- სადაზღვევო მომსახურების გაწევა და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება;
- ვებ-გვერდზე არსებული სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით ჩვენთვის დატოვებულ შეტყობინებებზე რეაგირების მიზნით; თქვენთვის საჭიროებისამებრ შეტყობინებების/კორეპონდენციების გადმოსაგზავნად;
- თქვენზე დაცული პერსონალური მონაცემების განახლება, შეცვლა;
- სადაზღვევო შემთხვევის დადგენა, მისი მოცულობის განსაზღვრა;
- სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზარალის რეგულირება;
- სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა;
- სადაზღვევო საქმიანობის აგენტის და ბროკერის მეშვეობით განხორციელება;
- თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფა;
- კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების შესრულება;
- სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში ნაკისრი უფლება-მოვალეობების შესრულება;
- საჩივრების/პრეტენზიების განხილვა და მათზე რეაგირება;
- ჩვენი ზედამხედველი ორგანოსათვის და აუდიტორული კომპანიებისათვის მონაცემთა ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფა;
- კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;
- კომპანიის მიერ მარკეტინგული მიზნით (მათ შორის პირდაპირი მარკეტინგი) ინფორმაციის გასაზიარებლად;
მონაცემების მიმღები პირები:
სადაზღვევო კომპანია იღებს ვალდებულებას დაიცვას მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება. თუმცა, პერსონალური მონაცემების გადაცემა/გამჟღავნება მესამე პირებისთვის, შესაძლოა საჭირო გახდეს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შეთხვევებში ან მომხმარებელთან გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფარგლებში. აქედან გამომდინარე, ზოგიერთი კატეგორიის პერსონალური მონაცემების მიმღები შესაძლოა იყოს:
- ნებისმიერი ადგილობრივი სახელმწიფო ორგანიზაცია/სამსახური, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მიზნით;
- სამართალდამცავი ორგანოები ან სხვა პირი, ზარალის თავიდან აცილებისა ან/და მისი დარეგულირებისა და ანაზღაურების მიზნით, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარო ინტერესის სფეროში შემავალი ამოცანების (მათ შორის, დანაშაულის აცილების, დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, მართლმსაჯულების განხორციელების და ა.შ.) შესასრულებლად;
- სხვა პირი (ფიზიკური ან იურიდიული), რომელიც თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს კომპანიისთვის ან მისი სახელით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას გაფორმებული აქვს დამუშავებაზე უფლებამოსილ პირთან შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულება.
კონფიდენციალობის გარანტიები
კომპანია უზრუნველვყოფს მოწოდებული ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჩვენ ვზრუნავთ თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობაზე, თუმცა, ვიხსნით პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ ინფორმაციის არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების კომპანიისთვის მოწოდების დროს (მათ შორის, ინფორმაციის დისტანციურად მოწოდებისას). თქვენ პასუხისმგებლობას იღებთ მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე. თქვენი მონაცემების ცვლილებების შემთხვევაში, შეგიძლიათ გვაცნობოთ აღნიშნულის თაობაზე და შეძლებისდაგვარად მყისიერად, თუმცა, არაუგვიანეს 5 დღისა მოვახდენთ რეაგირებას და ავსახავთ ცვლილებებს შესაბამის მონაცემთა ბაზებში.
წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, თქვენ მონაცემებს გავამჟღავნებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამას მოითხოვს კანონი, საზედამხედველო, მარეგულირებელი ან/და სამართალდამცავი ორგანოები, ან/და საკუთარი უფლებების ან სხვათა უფლებების დასაცავად და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
მონაცემთა შენახვის ვადა
მონაცემები შეინახება თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში, იმ ვადით, რაც საჭიროა ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად, მათ შორის, თქვენთან სადაზღვევო მომსახურების შეწყვეტის შემდგომაც, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.
კანონით გათვალისწინებული უფლებები
- თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ იმის დადასტურება, მუშავდება თუ არა თქვენს შესახებ მონაცემები, დასაბუთებულია თუ არა,მონაცემთა დამუშავება და მოთხოვნის შესაბამისად უსასყიდლოდ მიიღოთ თქვენს შესახებ ინფორმაცია იმ მონაცემის თაობაზე, რომელიც მუშავდება, აგრეთვე ამ მონაცემის დამუშავების საფუძვლისა და მიზნის შესახებ; მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს შესახებ; მონაცემთა შენახვის ვადის (დროის) შესახებ, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე; მონაცემთა გადაცემის სამართლებრივი საფუძვლისა და მიზნების, აგრეთვე მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების შესახებ, თუ მონაცემები გადაეცემა სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას; მონაცემთა მიმღების ვინაობის ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის თაობაზე, თუ მონაცემები მესამე პირს გადაეცემა; ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის, პროფაილინგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების და იმ ლოგიკის შესახებ, რომელიც გამოიყენება ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, აგრეთვე მონაცემთა დამუშავებაზე მისი გავლენისა და დამუშავების მოსალოდნელი/სავარაუდო შედეგის თაობაზე.
- თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს უფლება გაქვთ გაეცნოთ თქვენს შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოთ ამ მონაცემების ასლები, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
- თქვენ უფლება გაქვთ, მოითხოვოთ თქვენს შესახებ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება.
- თქვენ უფლება გაქვთ, მოითხოვოთ თქვენ შესახებ მონაცემთა დამუშავების (მათ შორის, პროფაილინგის) შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება.
- თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს უფლება გაქვთ მოითხოვოთ მონაცემთა დაბლოკვა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: სადავოდ ხდით მონაცემების ნამდვილობას ან სიზუსტეს; მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა ეწინააღმდეგებით მათ წაშლას და ითხოვს მონაცემთა დაბლოკვას; მონაცემები საჭირო აღარ არის მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა თქვენ ისინი გჭირდებათ საჩივრის/სარჩელის წარსადგენად; თქვენ მოითხოვეთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება და მიმდინარეობს ამ მოთხოვნის განხილვა; არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა.
- თქვენ უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოთ თქვენ მიერ გაცემული თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე. ამ შემთხვევაში, თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენ შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას ან/და წავშლით ან გავანადგურებთ დამუშავებულ მონაცემებს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, თუ მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი არ იარსებებს.
- თქვენ უფლება გაქვთ თანხმობა გამოიხმოთ იმავე ფორმით, რომლითაც თანხმობა განაცხადეთ.
- ამასთან, ამასთან აღნიშნულის განხორციელება ასევე შეგიძლიათ ჩვენს იურიდიულ მისამართზე წერილობითი შეტყობინების გამოგზავნის, ჩვენს ტელეფონის ნომერზე +995 322 50 00 01 დაკავშირებით,ჩვენს ელექტრონულ მისამართზე:dataprotection@benefits.ge ელექტრონული შეტყობინების გამოგზავნის ან ჩვენს ნებისმიერ ოფისში მოთხოვნის გაცხადების გზით (მათ შორის საჩივრის წარმოდგენა მონაცემთა დამუშავების კანონიერების თაობაზე).
- თქვენ უფლება გაქვთ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი უფლებებისა და წესების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან/და სასამართლოს.
ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებისგან გამონაკლისები
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება სავალდებულო არ არის, თუ არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ მონაცემთა სუბიექტი უკვე ფლობს აღნიშნულ ინფორმაციას. გამონაკლისში, ასევე, მოიაზრება გარემოება, როდესაც სპეციალური კანონმდებლობა ადგენს მონაცემთა სუბიექტისგან მონაცემების შეგროვებისას მისი ინფორმირების განსხვავებულ წესს და ეს წესი არ იწვევს მონაცემთა სუბიექტის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას.
პირდაპირი მარკეტინგის მიზნით გაცხადებული თანხმობის გამოხმობის უფლება
თქვენ ასევე გაქვთ უფლება გამოიხმოთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით გაცხადებული თანხმობა ნებისმიერ დროს, ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე იმავე ფორმით, რომლითაც პირდაპირი მარკეტინგი ხორციელდება თქვენ მიმართ. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, თანხმობის გამოხმობის უფლება გაქვთ ჩვენს ტელეფონის ნომერზე +995 322 50 00 01. ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: dataprotection@benefits.ge ელექტრონული შეტყობინების გამოგზავნის ან ჩვენს ნებისმიერ ოფისში მოთხოვნის გაცხადების გზით.
ცვლილებები მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში
უფლებას ვიტოვებთ ნებისმიერ დროს განვაახლოთ პოლიტიკა. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაში ან პოლიტიკის არსებითი ცვლილებების შემთხვევაში, გექნებათ საშუალება გაეცნოთ შეცვლილ პირობებს. ეს პოლიტიკა ვრცელდება ყველა ინფორმაციაზე, რომელსაც ვამუშავებთ თქვენს შესახებ.