fb client
26/11/2021

შინაური ცხოველები და ალერგია

ალერგია დღესდღეობით მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს, მისი გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს, მათშორის ერთერთი ყველაზე გავრცელებული  შინაური ცხოველის მიმართ ალერგიაა. ეს გამოწვეულია სხვადასხვა ცილებზე მომატებული მგრძნობელობით, რომელიც გვხვდება ცხოველის კანში, ნერწყვსა და შარდში.

წლების განმავლობაში უამრავი კვლევის შედეგების მიხედვით გამოიკვეთა შინაური ცხოველის მიმართ ალერგიის განვითარების რისკ-ფაქტორები. ამჟამინდელ მონაცემებზე დაყრდნობით, ადრეულ ასაკში შინაურ ცხოველთან კონტაქტი გვიცავს შემდგომში ალერგიული დაავადებების განვითარებისგან,

ალერგიული რეაქცია არის სხეულის იმუნური სისტემის პათოლოგიური, ჰიპერმგრძნობიარე რეაქცია გარე სტიმულზე.

ალერგია შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სახით: გამონაყარი, ხეველა, ცემინება, ცრემლდენა, ცხვირით სუნთქვის გაძნელება და ა. შ. შესაძლოა ეს ყველაფერი სამომავლოს ასთაში გადაიზარდოს.

შესაძლოა ალერგია მათთან კონტაქტის შემდგომ რამდენიმე წლის მერეც განვითარდეს.

ყველაზე ხშირად ადამიანს უვითარდება ალერგია ძაღლზე და კატაზე.

რაც არ უნდა ძვირფასი ბეწვის ცხოველი ჰყავდეს ადამიანს სახლის პირობებში, ალერგიისგან ვერ იქნება დაცული. მათი ბეწვი(გამონაყოფი ნივთიერებები) მჭიდროდ ეწებება ტანსაცმელს, ხალიჩას, საწოლს და ხანგრძლივად რჩება. ასევე არის ჰაერში.

კვლევებმა აჩვენეს, რომ შინაური ცხოველების ყოლა სახლში ერთ წლამდე ასაკის ბავშვებთან ერთად, იცავით მათ მომავალში ასთმისა და ალერგიის განვითარებისგან;

თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ არ იჩქაროთ ალერგიული სიმპტომების გამოვლენისასვე ეს დააბრალოთ თქვენს საყვარელ შინაურ ცხოველს, სანამ დასკვნას გამოიტანთ კონსულტაცია გაიარეთ ალერგოლოგთან და ჩაიტარეთ ალერგიის ტესტი.

რეკომენდაციები:

-შეამცირეთ სახლში ისეთი ნივთები, რომელზეც ადვილად დარჩება ცხოველისგან გამოყოფილი ნივთიერება( ხალიჩა, რბილი ავეჯი). გამოიყენეთ ადვილად გასაწმენდი ავეჯი,რომელიც იწმინდება სველი წესით.

-გამოიყენეთ ე.წ. ჰაერის გამწმენდები(ფილტრი).

-გამოყენეთ აბაზანა შინაური ცხოველისთვის კვირაში 2-ჯერ მაინც.

-გაწმინდეთ შინაური ცხოველი სველი ტილოთი ყოველდღე.

-ნუ შეუშვებთ შინაურ ცხოველს საძინებელში.

-გაწმინდეთ მტვესასრუტით მშრალი ადგილები.

-მოწმინდეთ ყველა ავეჯი სველი წესით.

თუ რჩება სიმპტომების გამოვლინება ამ რეკომენდაციების გათვალისწინების მიუხედავად, იყოლიეთ ცხოველები დისტანციურად (მაგ. ეზოში).

თუ სიმპტომები რჩება მიუხედავად ყველაფრის გათვალისწინებისა, მიმართთეთ ალერგოლოგს.