fb client

ბიზნესის და მასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევა

                      ბიზნესის და მასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევა

 

Global Benefits Georgia კორპორატიული სეგმენტისთვის ბიზნესის დაზღვევას, რისკების შეფასებასა და მასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო საქმიანობას ახორციელებს. ჩვენი მომსახურების ძირითადი პრინციპი  კლიენტის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება, მასზე მორგებული და მისთვის აუცილებელი მაღალი ხარისხის პროდუქტისა და სერვისის შეთავაზებაა. ვინაიდან კომპანიათა რისკები და საჭიროებები განსხვავებულია, თითოეული ორგანიზაციისთვის შექმნილი სადაზღვევო პაკეტიც განსხვავდება.



 

Global Benefits Georgia ბიზნესის და მასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის მიმართულებით პროდუქტთა ვრცელ სპექტრს გთავაზობთ:

  • ავტომფლობელთა დაზღვევა
  • ქონების დაზღვევა
  • მანქანა-დანადგარების მწყობრიდან გამოსვლის დაზღვევა
  • ტვირთის დაზღვევა
  • სამშენებლო–სამონტაჟო ყველა რისკის დაზღვევა
  • კორპორატიული პასუხისმგებლობის დაზღვევა
  • დირექტორთა და ხელმძღვანელ პირთა პასუხისმგებლობის დაზღვევა
  • საქმიანობის შეფერხების დაზღვევა

 

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სადაზღვევო პროდუქტებისა, Global Benefits Georgia-ში გამოცდილი "ანდერრაიტერების" და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით, კონკრეტულ ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული სხვა არასტანდარტული რისკების დაზღვევაც არის შესაძლებელი.