ქვემოთ მოცემული ინსტრუქცია წარმოადგენს სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას (შემდგომში Global Benefits Georgia) მიერ გამოცხადებულ ონლაინ კონკურსში (გათამაშებაში) მონაწილეობის პირობებს და წესებს. აღნიშნულში მონაწილეობა გამოხატავს თანხმობას ქვემოთ მოცემულ წესებზე.
თამაშდება 2 კაციანი ტური პარიზში და საფეხბურთო კლუბ PSG-ს მატჩზე დასასწრები ბილეთები. კონკურსი წარმოადგენს ონლაინ გათამაშების ტიპს, სადაც მონაწილეობის შედეგად კონკურსანტმა შესაძლებელია მოიგოს პრიზი წესების სრულყოფილად დაცვის შემთხვევაში.
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:
საქართველოს მოქალაქე სრულწლოვანმა პირმა შეიძინოს Global Benefits Georgia-ს სამოგზაურო დაზღვევა 1 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით;
გამოიწეროთ Global Benefits Georgi-ს Facebook და Instagram გვერდები globalbenefitsgeorgia (აუცილებელია იყოს ავთენტური ექაუნთი);
Benefits-ის Facebook და Instagram გვერდებზე აპინულ გათამაშების პოსტზე მონიშნოთ მეგობარი ვისთან ერთადაც ისურვებდით პარიზში მოგზაურობას;
გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ის დაზღვეული, რომელზეც სამოგზაურო დაზღვევა გაიცა მასთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში;
გამარჯვებული გამოვლინდება 2025 წლის 10 სექტემბერს, Global Benefits Georgia-ს Facebook-ის ლაივ ეთერში. გამარჯვებული გახდება პირდაპირ ეთერში საფრანგეთის ირგვლივ დასმულ კითხვაზე პირველი სწორი პასუხის ავტორი. სწორი პასუხის გაცემის შემდგომ გადამოწმდება აღნიშნულ პირს ნამდვილად შეძენილი აქვს თუ არა 1 ივნისი - 31 აგვისტოს პერიოდში სამოგზაურო დაზღვევა და შესრულებული აქვს თუ არა ამ წესებში მოცემული სხვა პირობები. იმ შემთხვევაში თუ ვერ დააკმაყოფილებს აღნიშნულ პირობების, ავტომატურად მეორე სწორი პასუხის ავტორი გამოვლინდება გამარჯვებულად და ასე შემდეგ ყოველი შემდგომი. ასევე გადამოწმდება და ბათილად ჩაითვლება Fake ექაუნთები.
კონკურსის დაწყების თარიღია 22/01/2025 წელი და დასრულების თარიღია 22/01/2025 წელი.
სამოგზაურო დაზღვევის შეძენა შესძლებელია:
Global Benefits Georgia-ს ვებგვერდზე: Benefits.ge/paris