fb client
07/02/2022

რა უნდა ვიცოდეთ COVID 19-ის სახლში მკურნალობის შესახებ

ზოგადი რეკომენდაციები:

  • აკონტროლე ტემპერატურა - დღეში სამჯერ და ჩაინიშნე.
  • დააკვირდი ნებისმიერი ახალი სიმპტომების გაჩენას.
  • მუდმივად აკონტროლე სუნთქვა - რამდენად მარტივად იღლები ჩვეულ აქტივობებზე, რაც სხვა დროს დაღლას არ იწვევდა. პერიოდულად დაკავდი ფიზიკური აქტივობებით და შეაფასე სუნთქვა.
  • ხველება - დააკვირდი ხომ არ გაგიჩნდა ნახველი ან იმატებს ხველა.
  • მოსვენებულ მდგომარეობაში არ უნდა აღგენიშნებოდეს ქოშინი.

 

რეკომენდაციები, ის რაც უნდა გაითვალისწინო:

  • ტემპერატურა - თუ ცხელება გაქვს 38 ან მეტი, მიიღეთ სიცხის დამწევი, საჭიროებიდან გამომდინარე 4-6 საათში.
  • Covid 19-თან დაკავშირებული თავის, სახსრების, კუნთების, წელის ტკივილის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიიღოთ ტკივილ გამაყუჩებელი კვების შემდეგ.
  • სითხე:
    • სითხე შეგიძლია მიიღო, როგორც წყლის, მინერალური წყლის, ჩაის ან კომპოტის სახით.
    • შეეცადე დღის განმავლობაში მიიღო 2 ლიტრამდე სითხე.
  • სუნთქვითი ვარჯიშები:
    • ჩაისუნთქე ცხვირით ღრმად, რამდენიმე წამის განმავლობაში, 4-6 წამი შემდეგ, ამოისუნთქე პირით.
    • დღის განმავლობაში აკეთე სუნთქვითი ვარჯიშები და გაბერე ბუშტები.
    • შეეცადე დაიძინო მუცელზე ეს ზრდის ფილტვების ვენტილაციას.
  • ფიზიკური აქტიურობა:
    • ერთ საათზე მეტი უმოძრაოდ ნუ იქნები, თუმცა არც გადაიტვირთო, იმოძრავე ზომიერად.
  • სახლის და ოთახის განიავება:
  • შეინარჩუნე გრილი ტემპერატურა ოთახში.
  • ოთახი გაანიავე ხშირად.
  • თამბაქო  
  • მოერიდეთ სიგარეტს, როგორც მის მოწევას, ასევე პასიურ მწეველობას.

 

იზოლაციის წესები:

  • რეკომენდირებულია იყო ცალკე ოთახში იზოლირებულად.
  • კბილის ჯაგრისი დადე განცალკევებით, ისე რომ არ ეხებოდეს დანარჩენი ოჯახის წევრების ჯაგრისებს.
  • იქონიე ცალკე ჭურჭელი ან ისარგებლე ერთჯერადი ჭურჭლით.
  • ანტიბაქტერიული ხსნარით, ხშირად გაწმინდე ზედაპირები რასაც ხშირად ეხები- კარის სახელურები, მაგიდა და სხვა ზედაპირები.
  • ხშირად დაიბანე ხელები.
  • საერთო სივრცეში აუცილებლად გამოიყენე პირბადე და ხელთათმანები ასევე ხელის ანტიბაქტერიული ხსნარი.