fb client
დაზღვევა საზღვრებს გარეშე

რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია

ბენეფიტსის ხუთი კანონი

01
საქართველოში შეძენილი დაზღვევა მოქმედებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

ჩვენი სადაზღვევო პოლისი გლობალური, საერთაშორისო პროდუქტია. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სადაზღვევო კომპანია Global Benefits Group (GBG)-ის მხარდაჭერით შევქმენით.

02
არ არსებობს ორი ერთანირი სადაზღვევო პოლისი.

ჩვენს მომხმარებელს მოქნილ, ინდივიდუალური მიდგომით შექმნილ პროდუქტს ვთავაზობთ. თითოეული სადაზღვევო პოლისი უნიკალურია, რადგან ზუსტად არის მორგებული მომხმარებლის საჭიროებებსა და მოთხოვნებზე.

03
რისკების სწორი მართვა წარმატების ახალი საფეხურია.

ჩვენ ინდივიდუალურად ვსწავლობთ და ვაანალიზებთ თითოეული კომპანიის საქმიანობას. პასუხისმგებლობას ვიღებთ პოტენციურ რისკებზე და მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ მხოლოდ ბიზნესის წარმატებაზე იყოს კონცენტრირებული.

04
ინოვაცია გულისხმობს შექმნილი სიახლის პრაქტიკაში გამოყენებას.

ჩვენ ვნერგავთ ხარისხისა და სერვისის ახალ სტანდარტებს, რაც სადაზღვევო ბაზრის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანას უზრუნველყოფს.

05
მომხარებელი იღებს პროდუქტს, რომელიც ნამდვილად სჭირდება.

ჩვენი მიზანია მომხმარებელს მივცეთ სწორი დაპირება, არ შევუქმნათ მცდარი მოლოდინი და შევთავაზოთ მხოლოდ ის პროდუქტი, რომელიც მას სჭირდება.

აქციონერები

კომპანიის შესახებ

რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ წამყვანი საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის - Global Benefits Group (GBG)-ის ექსკლუზიური რეგიონალური წარმომადგენელია. რაც კომპანიას წვდომას აძლევს 37-წლიან საერთაშორისო გამოცდილებასა და წამყვან სამედიცინო დაწესებულებათა გლობალურ ქსელთან. „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ ახორციელებს სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონებრივი და მასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევას. პროდუქტებისა და მომსახურეობის შექმნისას კომპანია ინდივიდუალური მიდგომის პრიციპით ხელმძღვანელობს, რადგან ორგანიზაციისა და პიროვნების რისკები უნიკალურია და სწორედ ამიტომ, მხოლოდ ყველა რისკის საფუძვლიანი ანალიზის შედეგად შეიძლება, საჭიროებებზე იდეალურად მისადაგებული სადაზღვევო გეგმის შექმნა.

Global Benefits Georgia

გლობალ ბენეფიტს ჯგუფი (GBG)

“Global Benefits Group” არის ამერიკული საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფი და წამყვანი გლობალური ბრენდი სიცოცხლის დაზღვევისა და ჯანმრთელობის მიმართულებით. 37 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია გლობალურ ბაზარზე ოპერირებს, მსოფლიოს 120 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობითი ოფისები და ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. “Global Benefits Group”-ის სადაზღვევო პროდუქტები მოიცავს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტების სრულ სპექტრს, გეოგრაფიული დაფარვის გლობალური ქსელით და გამოირჩევა კლიენტთა მომსახურების განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტით. მის სამედიცინო პროვაიდერთა ქსელში მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან 10 000-ზე მეტი უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო დაწესებულებაა გაერთიანებული. მისი სერვისის მომხმარებლები არიან საერთაშორისო კომპანიები, მცირე და საშუალო ბიზნეს ორგანიზაციები, საქველმოქმედო ფონდები და სხვა მრავალი.

გლობალ ბენეფიტს ჯგუფი (GBG)

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (GIG)

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (GIG) - ერთ -ერთი უმსხვილესი ინდუსტრიული ჰოლდინგია საქართველოში, 20 წლიანი გამოცდილებითა 4000 -ზე მეტი დასაქმებულით. GIG ფლობს დივერსიფიცირებულ ბიზნეს პორტფელს, სადაც მკაფიო აქცენტი კეთდება საქართველოს ენერგო სექტორზე."საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" არის საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და AmCham- ის წევრი საქართველოში.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (GIG)