fb client
17/06/2020

"ბენეფიტსი" ავტო და ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით ხუთეულშია

2020 წლის 3 თვის განმავლობაში სამედიცინი (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია და ბაზრის წილი კომპანიების მიხედვით 115, 1 მლნ, ლარია.  2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტს" ჯანმრთელობის და სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის მიმართულებით მეხუთე ადგილი უჭირავს.

„მოხარული ვარ, რომ კომპანია დაარსების დღიდან დღემდე სტაბილურად ინარჩუნებს ზრდის ტემპს. გამართული სადაზღვევო მომსახურების შეთავაზება, სიახლეების დანერგვა, და გამარტივებული სერვისები ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მოტივირებულ გუნდს, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში წარმატებული ნაბიჯებისთვის“, - განაცხადა "ბენეფიტის" სამედიცინო დირექტორმა ნინო ნოღაიდელმა.