fb client
20/08/2021

ბენეფიტსმა საერთაშორისო დაჯილდოება Global Banking & Finance Awards-ის 4 ნომინაციაში გაიმარჯვა

 

  სიხარულით გაცნობებთ, რომ გლობალ ბენეფიტს ჯორჯიამ Global Banking & Finance Awards 2021-ის დაჯილდოებაზე ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა:

  • 2021 წლის საუკეთესო სადაზღვევო კომპანია
  • დაზღვეულ მომხმარებელთა კმაყოფილება
  • ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესი პროდუქტი (Global Protector)
  • საუკეთსო სადაზღვევო კომპანია სოციალური მედია ჩართულობის კუთხით

2011 წლიდან დიდი ბრიტანეთის გამოცემა Global Banking & Finance Review აფასებს მსოფლიო ფინანსურ და მომიჯნავე სექტორებში მოღვაწე მოწინავე კომპანიების ინოვაციურ, პროგრესულ და მნიშვნელოვან ცვლილებებს. ყოველწლიურად მასში საკმაოდ ბევრი ორგანიზაცია მონაწილეობს და შესაბამისად, კონკურენციაც მაღალია. შესარჩევი პროცესი ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელიც მოიცავდა როგორც ინტერვიუებს, ისე ჩვენი კომპანიის მუშაობის სპეციფიკის შესწავლას. ძირითადი კრიტერიუმები, რასაც ჟიური ითვალისწინებს არის კომპანიის ხედვა, განვითარების გზა, ახალ რეალობაში ადაპტირების სისწრაფე და ხარისხი რასაც მომხმარებელს სთავაზობს.

“Global Banking & Finance Review-ს შეფასებები და აღიარება ჩვენს მიმართ არის კიდევ უფრო დიდი სტიმული და დაფასება იმ დიდი შრომისა, რასაც ვდებთ თითოეულ დაზღვეულთან ურთიერთობაში. ჩვენ ვაგრძელბთ ხარისხისა და სერვისების უმაღლესი სტანდარტების დანერგვას როგორც ჯანმრთელობის, ასევე ბიზნეს და ავტო დაზღვევის სფეროში.

ჩვენმა ერთ-ერთმა ინოვაციურმა დაზღვევა - Global Protector-მა მიიღო ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო პროდუქტის ჯილდო. „ ეს არის საქართველოსთვის უნიკალური პროდუქტი, იგი ფარავს მკურნალობის ხარჯებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებულ ლიცენზირებულ კლინიკებში“ განაცხადა გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის მოადგილემ ნინო კობახიძემ.

„გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას შექმნის დღიდან, კომპანიას ამოძრავებს 5 მთავარი კანონი, რომლებიც საბოლოო ჯამში, ზრდის მომხმარებელთა კმაყოფილებას. ჩვენთან შეძენილი ნებისმიერი პოლისი მოქმედებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, გვაქვს

მხოლოდ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პაკეტები და მომხმარებელი ყოველთვის იღებს იმ პროდუქტს, რომელიც მას ნამდვილად სჭირდება. მომხმარებლის რისკების სწორი მართვა და ინოვაცია კი ამ პროცესების განუყრელი ნაწილია.

ჩვენ მუდმივად ვაგრძელებთ ხარისხისა და სერვისების უმაღლესი სტანდარტების დანერგვას როგორც ჯანმრთელობის, ისე - ბიზნეს და ავტო დაზღვევის სფეროში.  ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე ინოვაციურ პროექტზე, რომლებიც ძალიან საჭირო და დროულია საქართველოს სადაზღვევო სფეროში, აქედან გამომდინარე, მალე, ახალ პროდქტებს, აქციებს და საინტერესო სიახლეებს გაგაცნობთ.