fb client
25/02/2019

ბენეფიტსის Online სერვისები

Global Benefits Georgia-ს განახლებული ვებგვერდი და ონლაინ ოფისი!

Global Benefits Georgia წარმატებულ სადაზღვევო საქმიანობას ახორციელებს

საქართველოში და მომხმარებელს მუდმივად განახლებულ, თანამედროვე და

საერთაშორისო სტანდარტების პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს.

 

ბენეფიტსის ახალი ონლაინ პლატფორმა - ეს არის ჩვენი მომხმარებლების სრულ კომფორტზე მორგებული პირადი სივრცე.

ონლაინ ოფისის საშუალებით შესაძლებელია:

  • შეძენილი სადაზღვევო პროდუქტების მართვა
  • არსებული და გამოყენებული ლიმიტების კონტროლი
  • ანაზღაურების/საგარანტიო წერილის მოთხოვნა
  • ექიმთან დაგეგმილი ვიზიტების მართვა
  • ინფორმაციის მიღება კომპანიაში არსებული შეთავაზებების/ფასდაკლებების შესახებ

ანაზღაურების მოქნილი სქემა და გადახდის მეთოდების თავისუფალი არჩევანი კიდევ უფრო აადვილებს კომუნიკაციას მომხმარებელსა და კომპანიას შორის.

ონლაინ ოფისით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიული პირებს. ამ ეტაპზე რეგისტრაცია შესაძლებელია ფიზიკური პირებისთვის, ხოლო მალე ჩვენთან დაზღვეულ ორგანიზაციებიც შეძლებენ ელექტრონულად მართონ კორპორატიული სადაზღვევო მომსახურებები.

ბენეფიტსის მომსახურების სრული დიჯიტალიზაცია ბენეფიტსის მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაზოგოს დრო და სახლიდან გაუსვლელად შეასრულოს სასურველი სადაზღვევო ოპერაციები.

 

დაეზღვიე ბენეფიტსში და იგრძენი ჩვენი სერვისის უპირატესობები!

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ახალი ვებგვერდის ბმულზე www.benefits.ge