ბიზნესის და მასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევა
ბიზნესის და მასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევა
ჩვენ კორპორატიული მცირე და საშუალო სეგმენტისთვის ბიზნესის დაზღვევას, რისკების შეფასებასა და მასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო საქმიანობას ვახორციელებთ. მომსახურების ძირითადი პრინციპი შენი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება, შენზე მორგებული და შენთვის აუცილებელი მაღალი ხარისხის პროდუქტისა და სერვისის შეთავაზებაა. ვინაიდან კომპანიათა რისკები და საჭიროებები განსხვავებულია, თითოეული ორგანიზაციისთვის შექმნილი სადაზღვევო პაკეტიც განსხვავდება.
ბიზნესის და მასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის მიმართულებით პროდუქტთა ვრცელ სპექტრს გთავაზობთ:
- ავტომფლობელთა დაზღვევა
- ქონების დაზღვევა
- მანქანა-დანადგარების მწყობრიდან გამოსვლის დაზღვევა
- ტვირთის დაზღვევა
- სამშენებლო–სამონტაჟო ყველა რისკის დაზღვევა
- კორპორატიული პასუხისმგებლობის დაზღვევა
- დირექტორთა და ხელმძღვანელ პირთა პასუხისმგებლობის დაზღვევა
- საქმიანობის შეფერხების დაზღვევა
ჩვენი გამოცდილი გუნდი გთავაზობთ ინოვაციური მიდგომების გამოყენებით, კონკრეტულ ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული სხვა არასტანდარტული რისკების დაზღვევასაც.