fb client
13/03/2020

ბენეფიტსი სრულიად ონლაინ მომსახურეობაზე გადადის

დაავადებათა კონტროლის ცენტრის და სამთავრობო უწყებათაშორის რეკომენდაციების გათვალისწინებით Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ბენეფიტსი დაზღვეულებს 15 მარტიდან მხოლოდ დისტანციურად მოემსახურება.

ჩატარებული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მიზნით დოკუმენტაციის მოწოდება მოხდება ელექტრონულად ან პირადი მენეჯერებით. ასანაზღაურებელი დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელი იქნება ონლაინ კაბინეტის ან მეილის საშუალებით Assistance@benefits.ge. თანხის ანაზღაურება უნაღდო ანგარიშსწორებით მოხდება. სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა გაიზარდა ერთი თვით.

პირადი ექიმების მომსახურების სქემა:

ნებისმიერ დაზღვეულს შეეძლება სატელელეფონო კონსულტაცია გაიაროს პირად ექიმთან.

თუ დაზღვეულს არ ჰყავს პირადი ექიმი ჩვენი სამედიცინო ასისტანსი უზრუნველყოფს სატელეფონო კონსულტაციას თავისუფალ ექიმთან.

იმ შემთხვევაში თუ დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელია პირად ექიმთან ვიზიტი, ასეთ დროს ვიზიტი ჩაინიშნება სამედიცინო დაწესებულებაში.

ვიზიტის დაჯავშნამდე სატელეფონო გამოკითხვის საშუალებით პირადი ექიმი გამოიკითხავს პაციენტის მდგომარეობას რომელიც გამოიყენება Covid-19-ის შესაძლო შემთხვევის მართვისას. მხოლოდ უსაფრთხო პაციენტების გადამისამართებას მოხდება მორიგე ლოკაციებზე.

თუ გამოიკვეთება რომელიმე რესპირატორული სიმპტომი, მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში მოგზაურების ისტორია ან კავშირი მოგზაურთან, გადამისამართება მოხდება ინფექციური პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაზღვეულებს შეეძლებათ  დაეკონტაქტონ პირად მენეჯერს ან ჩვენს სამედიცინო ასისტანსს : 0322 500 001, რომელიც იმუშავებს სტანდარტულ რეჟიმში 24/7.

ბენეფიტსი გისურვებთ ჯანმრთელობას!