fb client
03/12/2025

აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება

სს “რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია”-ს (ს/კ: 404526777, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ჭანტურიას ქ., N5, საცხოვრებელი ფართი N3) („საზოგადოება“) გენერალური დირექტორი, საზოგადოების აქციონერებს იწვევს საზოგადოების რიგგარეშე საერთო კრებაზე (“კრება”). კრება გაიმართება 2025 წლის 25 დეკემბერს, დღის 11:00 საათზე, საზოგადოების სათაო ოფისში მისამართზე: გ. ჭანტურიას ქ. N5, თბილისი, 0108, საქართველო.

კრების დღის წესრიგი იქნება შემდეგი:

1.საზოგადოების 2025 წლის საქმიანობის შეფასება და მომდევნო საანგარიშო წლისთვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვა;

კრების დღის წესრიგის საკითხების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ საზოგადოების გენერალური დირექტორისგან, ხოლო განმარტებებისა და წინადადებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნას დაყენებული გენერალური დირექტორის წინაშე, კრებამდე 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ საზოგადოებისგან მისამართზე: გ. ჭანტურიას ქ. N5, თბილისი, 0108, საქართველო.

საზოგადოების აქციონერთა 2025 წლის 25 დეკემბრის კრებაზე მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან აქციონერები (ან მათი წარმომადგენლები), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი სს „კავკასრეესტრი“, 2025 წლის 03 დეკემბრის (კრების სააღრიცხვო თარიღი) მდგომარეობით. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ მითითებულ რეგისტრატორთან მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. # 74ა.

კრების მუშაობაში აქციონერი მონაწილეობას იღებს პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, შესაბამისი მინდობილობის და აქციათა რეესტრის საფუძველზე.