ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევის ბენეფიტები
დღევანდელ რეალობაში ჯანმრთელობის დაზღვევა სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, ისე ბიზნესის განვითარებაში. სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა, ფინანსური დაცულობა და დროული მხარდაჭერა ის საკითხებია, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ადამიანების კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხს.
თანამედროვე ორგანიზაციებისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა მხოლოდ დამატებითი ბენეფიტის შეთავაზებით აღარ შემოიფარგლება. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, აქვს თუ არა თანამშრომელს ჯანმრთელობის დაზღვევა, არამედ რამდენად ფართოა სადაზღვევო დაფარვა, რამდენად გამართულია მომსახურების სისტემა და რამდენად მარტივად შეუძლია მას საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღება.
სწორედ ამ მიდგომაზეა შექმნილი Global Benefits-ის კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც აერთიანებს ფართო სადაზღვევო დაფარვას, მომსახურების მოქნილ შესაძლებლობებსა და პირადი მენეჯერის მხარდაჭერას.
კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის მნიშვნელობაზე, ბიზნესის საჭიროებებსა და დაზღვეულისთვის მასზე მორგებული მომსახურების არსზე სალომე ფხალაძე გვიყვება.
„ჩემი ხედვით, ჯანმრთელობის დაზღვევა ფუფუნება არ არის — ეს დღევანდელი რეალობის აუცილებელი საჭიროებაა. დაზღვევის მნიშვნელობა გაცილებით ფართოა, ვიდრე მხოლოდ სამედიცინო ხარჯების ანაზღაურება. ის ადამიანის ფინანსური დაცულობის, სოციალური მხარდაჭერისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების მართვის მნიშვნელოვანი მექანიზმია."
„ჩვენთვის ჯანმრთელობის დაზღვევა მხოლოდ სამედიცინო მომსახურებების ჩამონათვალი არ არის. საბოლოოდ ყველაზე მნიშვნელოვანია, რამდენად მარტივად და დროულად შეძლებს დაზღვეული მისთვის საჭირო მომსახურების მიღებას."
Global Benefits-ის კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა, პოლისის პირობებისა და ლიმიტების ფარგლებში, დაზღვეულებს სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობას საქართველოშიც და საზღვარგარეთაც აძლევს.
ყოველი დაზღვეული განსხვავებულია და სამედიცინო საჭიროებაც ინდივიდუალურია. ამიტომ Global Benefits-ის ბენეფიტი დაზღვეულს აძლევს არჩევანის თავისუფლებას და ინფორმაციას, რომელიც მას გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.
პირადი მენეჯერი — ერთი ადამიანი დაზღვეულის გვერდით
Benefits-ის ჯანმრთელობის დაზღვევის ერთ-ერთი გამორჩეული სერვისი პირადი სადაზღვევო მენეჯერია.
ყველა დაზღვეულს ჰყავს პირადი მენეჯერი, რომელიც ეხმარება ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხების მართვას და დაზღვეულისთვის ერთგვარი საკონტაქტო წერტილია კომპანიასთან ურთიერთობისას.
„დღეს დრო ერთ-ერთი ყველაზე ღირებული რესურსია, სწორედ ამიტომ, ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული ბენეფიტი პირადი სადაზღვევო მენეჯერის მომსახურებაა.”
დაზღვეულს ჰყავს პირადი მენეჯერი, რომელიც ეხმარება სამედიცინო მომსახურების დაგეგმვასა და ორგანიზებაში, შესაბამისი კლინიკისა თუ სპეციალისტის შერჩევაში, ვიზიტების დაგეგმვასა და ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში.
ამ სერვისის მთავარი უპირატესობა დროის დაზოგვა, მოქნილობა და ინდივიდუალური მიდგომაა. დაზღვეულს ჰყავს ერთი საკონტაქტო პირი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში კოორდინაციას უწევს მომსახურების მიღების პროცესს და ეხმარება სადაზღვევო შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენებაში.
პირადი მენეჯერის მომსახურებას ციფრული სერვისებიც ავსებს, რაც დაზღვეულს არჩევანის თავისუფლებას აძლევს. დაზღვეულს შეუძლია პირად მენეჯერს მიმართოს, ხოლო ყოველდღიური, სტანდარტული სადაზღვევო საკითხები — დოკუმენტაციის ატვირთვა, ანაზღაურების მოთხოვნა და ინფორმაციის მიღება — დამოუკიდებლად, ონლაინ, მისთვის სასურველ დროსაც არის შესაძლებელი.
ამგვარად, დაზღვეული თავად ირჩევს მომსახურების მიღების ფორმას — პერსონალურ მხარდაჭერას თუ სწრაფ ციფრულ მომსახურებას.
„ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია ნდობა, რომელსაც პარტნიორი კომპანიები თანამშრომლობის გაგრძელებით გვიცხადებენ. ამავდროულად, მუდმივად ცვალებად და კონკურენტულ გარემოში აუცილებელია ისეთი სადაზღვევო პროდუქტების განვითარება, რომლებიც პასუხობს ბაზრის რეალურ საჭიროებებს და კონკურენტულია როგორც პირობებითა და ფასით, ისე მომსახურების ხარისხით."
„მჯერა, რომ წარმატების საფუძველი სწორედ ამ ბალანსშია — შევინარჩუნოთ არსებული პარტნიორების ნდობა და ამავდროულად, ახალი შესაძლებლობებითა და კონკურენტუნარიანი შეთავაზებებით გავაფართოოთ ჩვენი მომხმარებლების წრე."
Global Benefits-ის მიდგომა გრძელვადიან პარტნიორობას, გამჭვირვალობას, სერვისის მუდმივ განვითარებასა და როგორც დამსაქმებლის, ისე თითოეული დაზღვეულის საჭიროებებზე ორიენტირებას ეფუძნება. მიზანია, კომპანიებმა თანამშრომლებს შესთავაზონ არა უბრალოდ სადაზღვევო პოლისი, არამედ მხარდაჭერის სისტემა, რომელიც მაშინ მუშაობს, როცა ადამიანს ის ყველაზე მეტად სჭირდება.