fb client
01/04/2020

 ბენეფიტსი 5000 პსრ ტესტის  ჩასატარებელ ნაკრებს  ლუგარის კვლევით ცენტრს  გადასცემს.

სადაზღვევო კომპანია  ბენეფიტსი 5000 პსრ ტესტის  ჩასატარებელი ნაკრებს  ლუგარის კვლევით ცენტრს  გადასცემს.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ბენეფიტსი 5000 პსრ ტესტის  ჩასატარებელ ნაკრებს შეიძენს.  აღნიშნული გადაწყვეტილება ლუგარის კვლევით ცენტრთან შეთანხმებით იქნა მიღებული.

შეკვეთა უკვე გაგზავნილია ევროპელ  მომწოდებელთან, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება უახლოესს დღეებში დაჩქარებული წესით.

"ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა ბიზნესის  მხრიდან. ამ პასუხისმგებლობას სრულად ვიაზრებთ და სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ქვეყანას და მივაწოდოთ მათ ის რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია.გვჯერა,რომ ერთობლივი ძალებით,კოორდინირებული მუშაობით დროულად დავძლევთ ამ გამოწვევას. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას!" - განაცხადა  ნინა კობახიძემ.