fb client
09/07/2021

როგორ მივიღოთ მაქსიმალური ბენეფიტები კოვიდ 19-ის პერიოდში მოგზაურობისას

მართალია კოვიდ-19-ის პანდემია ჯერ ისევ არ დასრულებულა, თუმცა სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი გეგმავს მონატრებულ მოგზაურობას  საზღვარგარეთ. ჩვენ გიზიარებთ რამდენიმე აუცილებელ რჩევას, რასაც კარგი იქნება თუ გაითვალისწინებთ  მოგზაურობისას.

  1. რამდენიმე აუცილებელი რჩევა, რის შედეგადაც სასიამოვნოდ დაისვენებ და იქნები უსაფრთხოდ: მიიღე მეტი ინფორმაცია იმ ქვეყნის შეზღუდვებსა და შემთხვევითობის მაჩვენებლებზე.

ჩვენი მოგზაურობის დაგეგმვისას, აუცილებელია წინასწარ ჩავატაროთ პატარა კვლევა. იმის მიხედვით თუ სად მიემგზავრებით, გაარკვიე ამჟამად რა შეზღუდვები არსებობს კონკრეტულ ქვეყანაში, საზღვარზე რა დამატებითი დოკუმენტები შეიძლება დაგჭირდეს და ახალი შემთხვევების რა დღიური მაჩვენებელია.

თუ  მიემგზავრები ქვეყანაში რომელიც კოვიდ რუკაზე „წითელ ზონაშია“, მაშინაც კი, თუ ვაქცინირებული ხარ საკმაო სიფრთხილე გმართებს. ქვეყნის მასშტაბით ან კონკრეტული რეგიონის ვირუსის გავრცელების მაჩვენებლის ნახვა შეგიძლია ადგილობრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე.

  1. უმჯობესია თუ იმოგზაურებ ისეთ ადგილებში სადაც, პირადი ავტომობილით შეძლებ ჩასვლას - მაქსიმალურად მარტივი მარშრუტი

მაქსიმალურად შეეცადე აირჩიო ისეთი სატრანსპორტო საშუალება რომელიც მოითხოვს ნაკლებ სამგზავრო დროს და ასევე ადამიანთა ნაკლებ  ჯგუფთან ერთად ყოფნას. ავტობუსით მგზავრობა საჭიროებს დამატებით სიფრთხილეს, არავაქცინირებული ადამიანებისთვის, რადგან სავენტილაციო სისტემები შესაძლოა არც ისე გამართულად მუშაობდეს როგორც მაგალითად თვითმფრინავში ან მატარებელში. ხოლო ავტომობილით მოგზაურობისას ყველაზე მეტად დაცული იქნები.

  1. ატარე პირბადე თავშეყრის ადგილებში - დამატებითი თავდაცვა

მიუხედავად იმისა არის თუ არა კონკრეტული შეზღუდვები პირბადის ტარებაზე, უმჯობესია თუ მოგზაურობისას მეტ სიფრთხილეს გამოიჩენთ და პირბადეს ხშირად ატარებ, განსაკუთრებით ხალხმრავალ და დახურულ სივრცეებში.

ბარგი გონივრულად ჩაალაგე.თუ მატარებლით ან თვითმფრინავით, მოგზაურობა გადაწყვიტე დარწმუნდი, რომ ადეკვატური რაოდენობის ნივთები ჩაალაგე: ჩვეული სამოგზაურო ბარგის გარდა სადეზინფექციო საშუალებები და ნიღბები არ დაგავიწყდეს. წინასწარ შეადგინე ყველა აუცილებელი ნივთის სია რაც თან უნდა იქონიო, რათა თავიდან აირიდო დამატებით საყიდლებზე სიარული.

  1. სწორად შეარჩიე გასართობი აქტივობები

როდესაც ვმოგზაურობთ ხშირად გართობას დიდ დროს ვუთმობთ, ეს შეიძლება იყოს ბარები, კარაოკე კაფეები, მუზეუმები თუ საგამოფენო სივრცეები. წელს უმჯობესია თუ არჩევანს აქტიურ დასვენებაზე შევაჩერებთ, განსაკუთრებით კი ღია სივრცეში მაგალითად: პიკნიკები პარკებში, ველოსიპედით გასეირნება, ლაშქრობები, რაფტინგი, ცხენოსნობს თუ სხვა.

  1. სასიამოვნო დროის გატარებას გისურვებ! შენეს დაიმსახურე!   Bon Voyage!

თითოეული ჩვენთაგანისთვის, პანდემიის პერიოდი საკმაოდ სტრესული აღმოჩნდა. თითქმის ორი წელია რაც საზღვრები არ დაგვიტოვებია, ამდენი ხნის შემდეგ მართალია ფრთხილად, თუმცა კვლავ უნდა დავუბრუნდეთ ჩვეული ცხოვრების რიტმს და გავაგრძელოთ ახალი ადგილების, ნაცნობების და რაღათქმაუნდა სასიამოვნო თავგადასავლების ძიება.  ამიტომ ეცადე მიიღო მაქსიმალური სიამოვნება, ბევრი ბედნიერი ემოცია და დაუვიწყარი მოგონებები.

  1. იგრძენი სიმშვიდე

და ბოლოს ხელთ თუ ჩვენს სამოგზაურო კოვიდ დაზღვევასაც გაიყოლებ, თავს ბევრად მშვიდად და თავისუფლად იგრძნობ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში , რაც შენს დასვენების ხარისხზე აუცილებლად აისახება.