fb client
17/09/2021

სადაზღვევო ტერმინოლოგიის განმარტება

სწორი დაზღვევის შერჩევისას, აუცილებელია მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მიიღო და შეადარო სხვადასხვა შემოთავაზებები. თუმცა, სადაზღვევო ტერმინოლოგიას თავისი სპეციფიკა აქვს და შეიძლება დაგაბნიოს.

წარმოგიდგენთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტერმინის განმარტებას, რაც გაგიმარტივებს ინფორმაციის გააზრებას:

 

სადაზღვევო ანაზღაურება - თანხა, რომელსაც გასცემს სადაზღვევო კომპანია დაზარალებულ პირზე, სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევბის დადგომისას;

სადაზღვევო პოლისი - დაინტერესებულ პირსა და სადაზღვევო კომპანიას შორის შეთანხმების საფუძველზე გაწერილი პირობები, ხელშეკრულება;

სადაზღვევო პრემია - შეთანხმებული დაზღვევის საფასური, რომელიც დამზღვევმა უნდა გადაუხადოს სადაზღვევო კომპანიას;

ფრანშიზა - იფარება დაზღვეულის მიერ და სადაზღვევო კომპანია არ ანაზღაურებს ზარალის ამ ნაწილს;

მზღვეველი -  იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სადაზღვევო საქმიანობას და კანონით მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების უფლება;

დამზღვევი - პირი, რომელიც დებს ხელშეკრულებას მზღვეველთან და იხდის შესაბამის სადაზღვევო პრემიას;

მოსარგებლე - სადაზღვევო პოლისში დასახელებული ფიზიკური/იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია დაზღვევის პირობების საფუძველზე მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება.

სადაზღვევო შემთხვევა -  მოვლენა, რომლის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულება ანაზღაურებს ხარჯს.