fb client
29/09/2021

სკოლაში ვბრუნდებით - რჩევები მშობლებს

 

მთელს მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიამ რადიკალურად შეცვალა ცხოვრების სტილი. მშობლებს მოუწიათ გამკლავება არაერთ გამოწვევასთან, მათ შორის სკოლების დახურვასა და დისტანციურად სწავლებასთან.

4 ოქტომბერს სასწავლო წელი სკოლებში განახლდება, ბავშვები სკოლებში ბრუნდებიან. იმისათვის რომ სკოლების გახსნის შემდეგ სწავლა მშვიდად წარიმართოს მნიშვნელოვანია ყველამ დავიცვათ რეგულაციები, ჩვენც გიზიარებთ რჩევებს რაც მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ ამ პერიოდში.

გავამარტივოთ წესების დაცვა

პატარა ასაკის ბავშვებისთის ჰიგიენის ნორმების სწორად დაცვა პანდემიამდეც  არც თუ ისე მარტივი იყო, ბავშვები ხშირად იტყუებიან, რომ ხელები დაიბანეს, ეზარებათ კბილების გამოხეხვა და სხვა. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ეს მშობლისგან მაგალითის მიცემაა, ბავშვები მარტივად იმეორებენ იმ ქცევებს რასაც ხშირად ხედავენ.

ესაუბრეთ და იმსჯელეთ ჰიგიენის წესებზე. შეგიძლიათ ყოველდღიური ყოფითი მომენტები გამოიყენოთ ისეთი საკითხების მნიშვნელობის ხაზგასასამელად, როგორიცაა რეგულარულად და საფუძვლიანად ხელების დაბანა. დარწმუნდით რომ უსაფრთხო გარემოში იმყოფებით და მიეცით ბავშვს შესაძლებლობა, გესაუბროთ თავისუფლად. დისკუსიის დასაწყებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხატვა, ამბების მოყოლა და სხვა სახალისო აქტივობები.

მოუსმინეთ

წაახალისეთ ბავშვები გესაუბრონ, დაგისვან შეკითხვები და გაგიზიარონ საკუთარი შთაბეჭდილებები თუ განცდები. შეეცადეთ იყოთ გამგები და მომთმენი, თქვენს შვილს შესაძლოა სტრესზე განსხვავებული რეაქცია ჰქონდეს. მიეცით შესაძლებლობა დასვან კითხვები და გაგებით გაეცით პასუხები.

შეეცადეთ, არ დააკნინოთ ბავშვის მიერ გამოთქმული პრობლემის მნიშვნელობა და თავი არასდროს არ აარიდოთ მასზე საუბარს, ყოველთვის აგრძნობინეთ ბავშვს, რომ თქვენთან მას ყოველთვის შეუძლია ღიად ყველა თემაზე საუბარი.

თავიდან ავიცილოთ სტრესი

ბავშვებმა შესაძლოა იგრძნონ შფოთვა და ნერვიულობა სკოლის დაწყებასთან ერთად, ეს ბუნებრივია როცა ამდენი ხნის შემდეგ, სასწავლო გარემოში ბრუნდები ოჯახის წევრებთან მუდმივ სიახლოვეს მიჩვეული. ესეთ დროს მნიშვნელოვანია მიიღოთ ბავშვის განცდები და ისიც რომ შიშის შეგრძნება მათი მხრიდან ბუნებრივია.

ბავშვებთან გულწრფელი, ასაკთან შესაბამისი საუბრები დაეხმარება მათ იცოდნენ, რომ ისინი მარტო არ არიან, მიუხედავად იმისა, რომ უფროსებსაც არ გვაქვს ხანდახან ბევრ კითხვაზე პასუხი უნდა ავუხსნათ, რომ მეცნიერები, ჯანდაცვის ექსპერტები, მშობლები, მასწავლებლები ბევრს მუშაობენ  მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

სასიამოვნო იქნება თუ ლანჩბოქსებს ყოველდღე  პატარა სახალისო წარწერებს გავუკეთებთ ამ და სხვა მსგავსი აქტივობებით უფრო გავუადვილებთ ბავშვებს სკოლაში დაბრუნების პროცესს.

მზაობა ცვლილებების მიმართ

ესაუბრეთ თქვენს შვილებს, ცვლილებების მიღების მნიშვნელობაზე. რეგულაციები შესაძლოა ისევ შეიცვალოს სასწავლო წლის განმავლობაში მოქნილი დამოკიდებულებით, ბავშვებსაც და მშობლებსაც ბევრად გაგიმარტივდებათ სიახლეებთან ადაპტირება.

ძილის რეჟიმი

ზაფხულში ბავშვები ხშირად ძილის განსხვავებულ რეჟიმზე გადადიან, ახლა კი დროა ისევ დაუბრუნდეთ ძილის სწორ გრაფიკს.

სწავლის დაწყებასთან ერთად მნიშვნელოვანია ბავშვებმა შეამცირონ ელექტრომოწყობილობების მოხმარება, დაძინებამდე რამოდენიმე საათით ადრე ეს დადებითად აისახება მათ ძილის ხარისხზე.

აუხსენით ბავშვების პირბადის მნიშვნელობა - შეგიძლიათ დილაობით გაალამაზოთ სამედიცინო პირბადეები რომ უფრო სიხარულით გაიკეთონ.

ასწავლეთ ხელის დეზინფექციის მნიშვნელობა - წარმოიდგინონ რომ დეზინფექციის საშუალება სუპერგმირივით დაიცავს მათ ხელებს.

მეგობრული დამოკიდებულება, დეტალური ახსნა და მაქსიმალურად მხიარულად ყველაფრის გაკეთება გაგიმარტივებთ თქვენც და თქვენს პატარებსაც ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას.