fb client
01/11/2021

ბენეფიტსი უერთდება ძუძუს კიბოს სკრინინგის აქციას

მსოფლიოს მასშტაბით ოქტომბერი ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისა და ცნობიერების ამაღლების თვედ არის გამოცხადებული. 50-მდე ქვეყანა აღნიშნავს ამ თვეს და სიმბოლურად მას “ ვარდისფერ ოქტომბერს“ უწოდებენ.

ძუძუს კიბო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა და ქალბატონებში ონკოლოგიურ დაავადებებს შორის იგი პირველ ადგილზეა.

საქართველოში  ბოლო წლების  სტატისტიკური მონაცემებით ძუძუს კიბოს ასაკი  გაახალგაზრდავდა, მნიშვნელოვნად გახშირდა და  ქალთა სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს.

პრევენციის საუკეთესო გზად  კვლავაც რჩება დროული დიაგნოსტიკა.

სიმსივნის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა  და მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებისა და გარდაცვალების რისკს.

კომპანია Avon-ის ფინანსური მხარდაჭერით, ბიზნეს-ლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისა“ და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ ორგანიზებით,   საქართველოს 10  ქალაქში ჩატარდა საქველმოქმედო პროექტი.

აღნიშნული პროექტის  ფარგლებში, ქალებს ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე, უფასოდ  შეეძლოთ  ძუძუს და ფარისებრის  კიბოს სკრინინგისთვის აუცილებელი ულტრაბგერითი კვლევების,  მამოლოგისა და ენდოკრინოლოგის კონსულტაციების ჩატარება.

პროექტი  ბენეფიციარების მაღალი აქტივობით და დიდი მოწონებით ჩატარდა.  შემდეგ ქალაქებში - მესტია, ბორჯომი, ამბროლაური, ონი, გარდაბანი, ოზურგეთი, ქობულეთი, ჭიათურა, ზესტაფონი და თელავი, მცხოვრებმა  1000-ზე მეტმა ქალბატონმა უფასოდ მიიღო პროექტით გათვალისწინებული სამედიცინო სერვისები.