fb client
05/12/2022

ინფორმაცია აქციონერთა საერთო კრების თაობაზე

სს “რისკების მართვის და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია”-ს (ს/კ: 404526777, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ჭანტურიას ქ., N5, საცხოვრებელი ფართი N3) („საზოგადოება“) გენერალური დირექტორი, საზოგადოების აქციონერებს იწვევს საზოგადოების რიგგარეშე საერთო კრებაზე (“კრება”). კრება გაიმართება 2022 წლის 28 დეკემბერს, დღის 11:00 საათზე, საზოგადოების სათაო ოფისში მისამართზე: გ. ჭანტურიას ქ. N5, თბილისი, 0108, საქართველო.

კრების დღის წესრიგი იქნება შემდეგი:

  1. საზოგადოების კაპიტალის გაზრდა;
  2. საზოგადოების განახლებული წესდების დამტკიცება;
  3. საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმების დამტკიცება;
  4. ზემოაღნიშნულის განსახორციელებლად საჭირო სხვა საკითხები.

კრების დღის წესრიგის საკითხების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ საზოგადოების გენერალური დირექტორისგან, ხოლო განმარტებებისა და წინადადებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნას დაყენებული გენერალური დირექტორის წინაშე, კრებამდე 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ საზოგადოებისგან მისამართზე: გ. ჭანტურიას ქ. N5, თბილისი, 0108, საქართველო.

საზოგადოების აქციონერთა 2022 წლის 28 დეკემბრის კრებაზე მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან აქციონერები (ან მათი წარმომადგენლები), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი სს „კავკასრეესტრი“, 2022 წლის 01 დეკემბერის 18:00 საათზე (კრების სააღრიცხვო თარიღი) მდგომარეობით. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ მითითებულ რეგისტრატორთან მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. # 74ა.