fb client
15/12/2022

საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტი საქართველოში

სიხარულით გაცნობებთ, რომ გლობალ ბენეფიტს ჯორჯიამ Global Banking & Finance Awards 2022-ის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტის (Global Protector) ნომინაციაში გაიმარჯვა:  

2011 წლიდან დიდი ბრიტანეთის გამოცემა Global Banking & Finance Review აფასებს მსოფლიო ფინანსურ და მომიჯნავე სექტორებში მოღვაწე მოწინავე კომპანიების ინოვაციურ, პროგრესულ და მნიშვნელოვან ცვლილებებს. ყოველწლიურად მასში საკმაოდ ბევრი ორგანიზაცია მონაწილეობს და შესაბამისად, კონკურენციაც მაღალია. შესარჩევი პროცესი ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელიც მოიცავდა როგორც ინტერვიუებს, ისე ჩვენი კომპანიის მუშაობის სპეციფიკის შესწავლას. ძირითადი კრიტერიუმები, რასაც ჟიური ითვალისწინებს არის კომპანიის ხედვა, განვითარების გზა, ახალ რეალობაში ადაპტირების სისწრაფე და ხარისხი რასაც მომხმარებელს სთავაზობს.

“Global Banking & Finance Review-ს შეფასებები და აღიარება ჩვენს მიმართ არის კიდევ უფრო დიდი სტიმული და დაფასება იმ დიდი შრომისა, რასაც ვდებთ თითოეულ დაზღვეულთან ურთიერთობაში. ჩვენ ვაგრძელბთ ხარისხისა და სერვისების უმაღლესი სტანდარტების დანერგვას როგორც ჯანმრთელობის, ასევე ბიზნეს და ავტო დაზღვევის სფეროში.

ჩვენმა ერთ-ერთმა ინოვაციურმა დაზღვევა - Global Protector-მა მიიღო ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო პროდუქტის ჯილდო. „ ეს არის საქართველოსთვის უნიკალური პროდუქტი, იგი ფარავს მკურნალობის ხარჯებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებულ ლიცენზირებულ კლინიკებში“ განაცხადა გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის მოადგილემ ნინო კობახიძემ.