fb client
23/07/2025

გადაიხადე სადაზღვევო პრემია ღილაკზე ერთი დაჭერით

„ბენეფიტსი’’ ინდივიდუალური დაზღვევის მომხმარებლებისთვის ამარტივებს სადაზღვევო პრემიის გადახდას. კომპანიის დაზღვეულებს სადაზღვევო პრემიის გადახდა მარტივად, Apple Pay, Google Pay ან ღია ბანკინგით შეუძლიათ.

დაზღვევის გადახდის თარიღში მომხმარებლები მიიღებენ ტექსტურ შეტყობინებას ბმულით, ბმულზე გადასვლით კი მომენტალურად შეძლებენ, გადაიხადონ პრემია სასურველი მეთოდით. ამ მეთოდის გამოყენებისას საჭირო აღარ არის დამატებითი მონაცემების, თანხისა თუ სხვა ინფორმაციის მითითება, რაც გადახდის პროცესს სწრაფსა და კომფორტულს ხდის.

„კომპანიის სტრატეგია ციფრული პროდუქტების განვითარებასა და მომხმარებელზე მორგებული სერვისების დანერგვას ეფუძნება. გვინდა, დაზღვევის პროცესი თუ დაზღვევასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები იყოს მარტივი, სწრაფი, კომფორტული და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული. სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ თანამშრომლობა Keepz-თან და ჩვენს დაზღვეულებს ვთავაზობთ გადახდის მეთოდების ახალ, გამარტივებულ და მოსახერხებელ არჩევანს”,  ანა შავგულიძე, სადაზღვევო კომპანია ბენეფიტსის კომერციული დირექტორი.

2025 წელს „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე მეხუთე პოზიციაზე დაწინაურდა. ასეთი დინამიკური ზრდა კომპანიის სტრატეგიული პროექტების, გამარტივებული სადაზღვევო პროდუქტებისა და მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული, გაუმჯობესებული სერვისის შედეგია. კომპანიამ წარმატებით გაიმყარა პოზიციები როგორც კორპორაციულ, ასევე საცალო ბაზარზე.