„ბენეფიტსის“ 42%-იანი წლიური ზრდა
2025 წელი „ბენეფიტსისთვის“ სტაბილური და დინამიკური ზრდის პერიოდი იყო.
წლის განმავლობაში მოზიდული პრემიის მოცულობამ 82 239 908.06 ლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 42.23%-იანი ზრდის მაჩვენებელია; მათ შორის, სამედიცინო კუთხით ფიქსირდება 33.22%-იანი ზრდა, ხოლო არასამედიცინო მიმართულებით - 55.85%. 2025 წლის განმავლობაში “ბენეფიტსი”, მოზიდული პრემიის მოცულობით, ტოპ ხუთ სადაზღვევო კომპანიას შორის იმყოფებოდა სამედიცინო (ჯანმრთელობის) და სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის კატეგორიებში.
დღეს ჩვენ ვემსახურებით 75 000-ზე მეტ დაზღვეულს და ვთანამშრომლობთ საქართველოს მასშტაბით ყველა წამყვან პროვაიდერ კლინიკასთან. დაზღვევის 95%-იანი განახლების მაჩვენებელი მკაფიოდ ასახავს მომხმარებელთა მაღალ ნდობასა და კმაყოფილებას ჩვენი პროდუქტების მიმართ.