fb client
06/03/2020

კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით გამოწვეული დროებითი ცვლილებები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით, სერვის ცენტრში მომსახურეობა დროებით შეჩერდება 23 მარტამდე. 

23 მარტამდე მხოლოდ ონლაინ რეჟიმში მოვემსახურებით ჩვენს დაზღვეულებს. მომსახურება შეიზღუდება მხოლოდ სერვის ცენტრში. ჩვენი პირადი ექიმები მუშაობას განაგრძობენ სტანდარტული სამუშაო გრაფიკით.

ჩვენი დაზღვეულების უსაფრთხოებისთვისა და რისკების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელი იქნება ონლაინ და თანხის ანაზღაურება მოხდება დისტანციურად, უნაღდო ანგარიშწორებით.

ბენეფიტსი გისურვებთ ჯანმრთელობას!