fb client
28/06/2021

კოვიდ-19-ის სამოგზაურო დაზღვევა

რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“-მ შექმნა საქართვლოში უპრეცედენტო, უნიკალური პროდუქტი - სამოგზაურო დაზღვევა, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაფარავს გამავალი და შემომავალი მოგზაურობისას კოვიდ-19-ის მკურნალობის ხარჯებს.

პანდემიით გამოწვეულ ახალ რეალობაში, მოგზაურობისას სრულყოფილი სამოგზაურო სამედიცინო პოლისი განუყოფელი ნაწილი გახდა. აქედან გამომდინარე, კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“-მ შეიმუშავა პაკეტი, რომლითაც გამავალი ტურისტები/მოგზაურები დაცულად იგრძნობენ თავს.

სადაზღვევო სამოგზაურო გეგმა მოიცავს შემდეგ დაფარვებს მოგზაურობის პერიოდში:

  • ულიმიტო სამედიცინო ასისტანსი;
  • გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება;
  • კოვიდ 19-ით განპირობებული გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება;
  • გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება;
  • გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება;
  • ბენეფიტსის ოჯახის ექიმების უფასო სატელეფონო კონსულტაცია;
  • დაზღვეულის რეპატრიცია.

პაკეტის შეძენა შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსულ ტურისტებს.

ახალი პაკეტის შემუშავების პროცესში ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ პოლისის მფლობელმა თავი სრულიად მშვიდად და დაცულად იგრძნოს. ჩვენ კი უწყვეტ რეჟიმში ვაგრძელებთ არსებული პროდუქტების განვითარებას და ბევრი სხვა სიახლის შეთავაზებას მომხმარებლისთვის.

წინ ისევ მოგზაურობა და ბევრი სასიამოვნო თავგადასავალი გველოდება!