fb client
28/06/2021

ბენეფიტსი საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური მზღვეველი გახდა

რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია რაგბის ეროვნული ნაკრებისა და კავშირის ოფიციალური მზღვეველი გახდა.

ბენეფიტსი ხარისხისა და სერვისების სტანდარტების დანერგვას აგრძელებს. გრძელვადიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეიქმნა საქართველოს ბაზრისთვის ახალი, უნიკალური სპორტული პაკეტი, რომელიც მოიცავს ეროვნული ნაკრების მორაგბეების მიერ მიღებული სპორტული ტრავმის 100% დაფარვას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

ქართული სპორტის სადაზღვევო ისტორიაში ასეთი სრულფასოვანი დაზღვევა ამ ეტაპამდე არ არსებობდა. აღნიშნული პოლისი ითვალისწინებს რაგბის სპეციფიკასა და თითოეული სპორტსმენის შეუფასებელ ღვაწლს, აქედან გამომდინარე შემუშავდა აღნიშნული პაკეტი. თითოეულ დაზღვეულს მის საჭიროებაზე მორგებული, სამედიცინო განათლების მქონე პირადი მენეჯერი მოემსახურება. შესაბამისად, ჩვენი მორაგბეები, ეროვნული ნაკრებისა თუ რაგბის კავშირის წარმომადგენლები, ნებისმიერ მომსახურებას ოპერატიულად და მარტივად მიიღებენ.

სადაზღვევო ინდუსტრიაში ეს ახალი და განსხვავებული ნაბიჯია, სიახლის პრაქტიკაში გამოყენება კი სადაზღვევო ბაზრის განვითარებას და კომპანია ბენეფიტსის ახალ ეტაპზე გადაყვანას უზრუნველყოფს.

რაგბი ბენეფიტსის დაზღვეული თამაშია!