fb client
02/09/2021

10 რჩევა როგორ ვიმგზავროთ წვიმიან ამინდში

შემოდგომის დადგომასთან ერთად ბუნებრივია ნალექიანი ამინდებიც მატულობს. უამინდობის დროს კი ავტომობილის მართვა უფრო მეტ ყურადღებას და სიფრთხილეს მოითხოვს. გიზიარებთ 10 საჭირო რჩევას რაც ესეთ დროს დაგეხმარება: 

  1. წვიმის დაწყებისას იყავი განსაკუთრებით ფრთხილად

იყავი განსაკუთრებით ყურადღებით როდესაც წვიმა იწყება. თუ გზები დიდი ხნის განმავლობაში მშრალია, ძრავის ზეთი და ცხიმი გზებსა და მაგისტრალებზე გროვდება. როგორც კი წვიმის პირველი წვეთები იწყებს წამოსვლას, წყალი ერწყმის ზედაპირზე არსებულ ნალექს, რაც გზებს წარმოუდგენლად გლუვს ხდის, სწორედ ამიტომ ახლად წამოსული წვიმა არის ძალიან საფრთხილო მძღოლებისთვის. თუ ნალექი კიდევ რამდენიმე საათს გაგრძელდა წყალი საბოლოოდ გაწმენდს გზის ცხიმიან ზედაპირს.

  1. ნაკლები სიჩქარე

როდესაც გზები სველია იმოძრავე უფრო დაბალი სიჩქარით, რაც უფრო სწრაფად ივლი მით მეტია ავარიის ალბათობა. დატოვე სახლი დათქმულ დროზე ადრე რათა არ გქონდეს სიჩქარის საბაბი.

  1. მოერიდე დიდ „გუბეებს“

თუ გზაზე მიმავალი წყლის გუბეს შენიშნავ, იმოძრავე მის გარშემო ან სხვა მარშრუტით. ზოგჯერ ერთი შეხედვით ზედაპირული გუბეები შეიძლება იყოს საკმაოდ ღრმა, ამ რაოდენობის წყალმა კი სერიოზული პრობლემები შეუქმნას თქვენი მანქანის ელექტროსისტემას.

  1. თვალი ადევნე ფეხით მოსიარულეებს

წვიმის დროს, ფეხით მოსიარულეების დანახვა უფრო გაძნელებულია. წვიმიან ამინდში ადამიანებს საწვიმრით ან ქოლგით ხშირად შევხვდებით.ასეთ დროს მატულობს დაბნეულობაც და მათი გადაადგილების სიჩქარეც. ამიტომ, ეცადე უფრო ყურადღებით იყო.

  1. დაიცავი დისტანცია

დაიცავი დისტანცია შენსა და სხვა ავტომობილებს შორის, თუ შეიქმნება არასასურველი სიტუაცია, რომელიც შენგან მოულოდნელ დამუხრუჭებას მოითხოვს შენ გექნება ამისთვის საკმარისი მანძილი.

  1. დაამუხრუჭე ადრე და ნელა

როდესაც გჭირდება სიჩქარის შენელება ან გაჩერება სველ გზებზე, ეს გააკეთე რამდენიმე წამით ადრე და ნაკლები ძალით, ვიდრე ჩვეულებრივ ეს ამცირებს მოცურების რისკს და ასევე აფრთხილებს შენ უკან მყოფ ნებისმიერ მძღოლს, შეინარჩუნონ უსაფრთხო დისტანცია და შეანელონ სვლა.

  1. ჩართე ფარები

მაშინაც კი თუ მსუბუქად წვიმს, ჩართე ფარები, ეს არა მხოლოდ დაგეხმარება გზის კარგად დანახვაში, არამედ სხვა მძღოლების ადვილად შემჩნევაშიც.

  1. ჩართე კონდიციონერი

 წვიმიან ამინდში ხშირად მინები იორთქლება, რაც ავტომობილის მართვის დროს ძალიან სახიფათოა, ამის თავიდან ასაცილებლად მალევე ჩართე კონდიციონერი და საქარე მინის საწმენდი.

  1. მანქანა გადააყენე

თუ ხვდები რომ წვიმა იმდენად ძლიერია, რომ ხილვადობა მკვეთრად გეზღუდება, მანქანა უსაფრთხო ადგილას გააჩერე და დაელოდე სანამ წვიმა იკლებს.

  1. მოერიდე დატბორილ გზებს

ეცადე არ იმოძრაო იმ მიმართულებით სადაც წყალი მიედინება, რათქმაუნდა თუ არჩევანი გაქვს და შეგიძლია გამოიყენო ალტერნატიული გზა.

 

და ბოლოს იმისათვის, რომ თავი ბევრად უფრო მშვიდად იგრძნო ნებისმიერ ამინდში, დააზღვიე მანქანა გაუთვალისწინებელი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად.