fb client
30/12/2021

საახალწლო სამუშაო გრაფიკი

 

ბენეფიტსის გუნდი გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ მუდმივ სიმშვიდეს!

კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება 1-10 იანვარი გამოცხადდეს უქმე დღედ.

გლობალ ბენეფიტს ჯორჯია უერთდება აღნიშნულ ინიციატივას.

  • თქვენი კომფორტისთვის, სამედიცინო ასისტანსი იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში 24/7 (2500 001);
  • კოვიდ 19-თან დაკავშირებით მორიგე ოჯახის ექიმი კონსულტაციას და სხვა სერვისებს მიიღებთ უწყვეტ რეჟიმში;
  • ასევე გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ სამედიცინო ასისტანსს და ჩაგინიშნავთ ვიზიტს მორიგე ექიმთან.

10 იანვრიდან კომპანია მუშაობას გააგრძელებს ჩვეული გრაფიკით.

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, დავიცვათ ჯანმრთელობის უსაფრთხოების წესები და 2022 წელს ერთობლივი ძალისხმევით დავამარცხოთ კოვიდ-19!