fb client
15/03/2022

15 მარტი - მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღე

 

60 წელი სრულდება მას შემდეგ რაც, 1962 წლის 15 მარტს პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ ერთ-ერთმა პირველმა ჩამოაყალიბა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კონცეფცია, მის ისტორიულ განცხადებაში აშშ-ს კონგრესის მიმართ: ,,მომხმარებლები ეს არის უდიდესი ეკონომიკური ჯგუფი, რომელიც რეაგირებას ახდენს და რომელზედაც რეაგირებს ყოველი საზოგადოებრივი და კერძო ეკონომიკური გადაწყვეტილება. ეს არის ის უმნიშვნელოვანესი ბირთვი, რომლის შეხედულებებიც ხშირად გაუთვალისწინებელი რჩება”.

სწორედ ეს სიტყვები დაედო საფუძვლად 1985 წელს 15 მარტს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას  მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით საქართველო ყოველწლიურად უერთდება მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას. მისი მიზანი საკუთარი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ხაზის გასმა, რომ მომხმარებელთა უფლებები უნდა იყოს პატივცემული და დაცული. ღონისძიება ასევე იძლევა პროტესტის გამოხატვის საშუალებას ბაზრის ბოროტად გამოყენებისა და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ.

გლობალ ბენეფიტს ჯორჯია სიხარულით უერთდება საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივას და აქტიურად ერთვება წლევანდელ კამპანიაში. საინფორმაციო კამპანიის სლოგანი წელსაც უცვლელია და ის ასე ჟღერს - „იცოდე შენი უფლებები - იყავი დაცული“