BENEFITS ლიდერთა ტოპ ხუთეულში
მოზიდული სადაზღვევო პრემიის მიხედვით ბენეფიტსი კვლავ TOP ხუთეულშია
2025 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, „ბენეფიტსი“ მოზიდული სადაზღვევო პრემიის მოცულობით კვლავ TOP ხუთეულშია, რითაც კომპანიამ პირველ კვარტალში დაკავებული პოზიცია წარმატებით შეინარჩუნა. 2025 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში მოზიდული პრემიის მოცულობამ 64 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 56.1%-ით მეტია.
ასეთი დინამიკური ზრდა „ბენეფიტსის" სტრატეგიული პროექტების, გამარტივებული სადაზღვევო პროდუქტებისა და მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული, გაუმჯობესებული სერვისის შედეგია. სადაზღვევო კომპანია აერთიანებს მაღალკვალიფიციურ, დარგის პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს, რომელიც წარმატებით ემსახურება ქვეყნის არაერთ წამყვან კომპანიას და 65000-მდე დაზღვეულს.