შეთავაზების შესახებ
MedVeritas Global BENEFITS-ის დაზღვეულებს სთავაზობს 20%-იან ფასდაკლებას სერვისებზე.
MedVeritas Global წარმოადგენს სამედიცინო კომპანიას, რომელიც პაციენტებს ამერიკელ სამედიცინო ექსპერტებთან აკავშირებს. სერვისი განკუთვნილია როგორც პაციენტებისთვის, რომელთაც ზუსტი დიაგნოზი ჯერ არ აქვთ დადგენილი და პროფესიული შეფასება სჭირდებათ, ასევე მათთვის, ვისაც უკვე დადგენილ დიაგნოზსა და მკურნალობის გეგმაზე მეორე სამედიცინო აზრის მიღება სურს.
MedVeritas Global-ის მეშვეობით პროცესი სრულად დისტანციურად მიმდინარეობს, რაც დაზღვეულებს შესაძლებლობას აძლევს, ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ აშშ-ის სამედიცინო ექსპერტების მომსახურება.
ხანგრძლივობა
დაწყების თარიღი: 03-07-2026
დასრულების თარიღი: 03-07-2027
გაქვს კითხვები?
დაგვიკავშირდით