Global Protector
გთავაზობთ უნიკალური დაზღვევის პოლისს - Global Care, რომელიც არის ყოვლისმომცველი საერთაშორისო სამედიცინო გეგმა მულტინაციონალური ორგანიზაციებისთვის.
პროდუქტი მოიცავს ოთხ გლობალური დაფარვების მქონე ბარათს - Basic, Silver, Gold, Platinum. ერთ ადამიანზე წლიური ლიმიტი ბარათების მიხედვით იცვლება და 3,000,000 ევროს აღწევს. მსოფლიოს მასშტაბით 10,000 პროვაიდერ კლინიკებთან, როგორც ჰოსპიტალიზაციის, ასევე დღის სტაციონარის შემთხვევაში ხდება პირდაპირი ანგარიშსწორება. ხელმისაწვდომია კლინიკების შეუზღუდავი ჩამონათვალი და თავისუფალი არჩევანი.
ოთხი კონკრეტული გეოგრაფიული დაფარვის ზონიდან და ოთხი განსხვავებული ბარათის ტიპიდან, შესაძლებელია სასურველი სადაზღვევო პროდუქტის შერჩევა:
- ევროპა (შვეიცარიის, რუსეთის და დიდი ბრიტანეთის გარდა)
- მთელი მსოფლიო (ჩრდილოეთ ამერიკის, ჩინეთის, რუსეთის, დიდი ბრიტანეთის, ჰონგ კონგისა და სინგაპურის გარდა)
- მთელი მსოფლიო (ჩრდილოეთ ამერიკის გარდა)
- მთელი მსოფლიო
დაფარვები მოიცავს:
- ყველა სტაციონარული (მათ შორის, დღის სტაციონარი) ხარჯების დაფარვას. ასევე, დამატებითი მომსახურებების ხარჯების დაფარვას სპეციალისტების, ქირურგებისა და ანესთეზიოლოგების მომსახურების საფასურის ჩათვლით
- ამბულატორიული მომსახურების დაფარვა (კონსულტაციები, მკურნალობა და გამოწერილი მედიკამენტები)
- ქრონიკული დაავადებები
- ალტერნატიული სამედიცინო მკურნალობა - ქიროპრაქტიკა, ოსტეოპათიური, ჰომეოპათიური და ჩინური მედიცინა
- ფინანსური კომპენსაცია ჰოსპიტალიზაციისას
- ორსულობა/მშობიარობა, მათ შორის საზღვარგარეთ
- ფსიქიატრიული დაავადებების მკურნალობა
- სტაციონარული მკურნალობის შემდგომ რეაბილიტაცია
- ექთნის მომსახურება ბინაზე
- გადაუდებელი სამედიცინო ევაკუაცია და საჰაერო ტრანსპორტირება
- ბენეფიტები ოჯახის წევრებისათვის და თანხმლები პირების ხარჯების ანაზაურება
- სამედიცინო მომსახურება ომისა ან ტერორიზმის დროს
- თქვენი უკმაყოფილების შემთხვევაში, გადახდილი პრემიის სრულად უკან დაბრუნება 14 დღის განმავლობაში
- რეპატრიაცია