fb client

ავტომობილის დაზღვევა

აიცილე მანქანასთან დაკავშირებული ზედმეტი თავისტკივილი. გთავაზობთ ავტოდაზღვევის მრავალფეროვან პროდუქტს, რომელიც საშუალებას მოგცემს თავად განსაზღვრო სასურველი პირობები და აირჩიო შესაბამისი პოლისი. იგრძენი თავი მშვიდად და დაცულად.

 ჩვენი ავტო დაზღვევა გიცავ შემდეგი რისკებისგან:

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ნებისმიერი მხარის ბრალეულობით;
  • სტიქიური უბედურებები: წყალდიდობა, დიდთოვლობა, მეწყერი, მიწისძვრა და სეტყვა;
  • ხანძარი, აფეთქება;
  • საგნის ვარდნა;
  • მესამე პირთა მარლთსაწინააღმდეგო ქმედება: ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი.

მიიღე 24 საათიანი ავტოასისტანსი საქართველოს დიდ ქალაქებში, რომელიც მოიცავს:

  • საწვავის ადგილზე მიწოდებას;
  • საბურავის გამოცვლას/გაბერვას;
  • ევაკუატორის უფასო მომსახურება;
  • ავტომობილის დაქოქვას.

დამატებით შენ შეგიძლია მიიღო:

  • მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა

თუ შენი ავტომობილით ზიანი მიადგება სხვა პირის ჯანმრთელობას ან ქონებას Benefits აანაზღაურებს დაზიანებული ქონების აღდგენის ან მესამე პირის მკურნალობისთვის გაწეულ ხარჯებს.

  • მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევის დაზღვევა.

თუ ავტომობილის მართვისას დაშავდება მძღოლი ან მგზავრი ჩვენ ავანაზღაურებთ დაზიანებული პირების მკურნალობის ხარჯებს.

 

ავტოსაგზაო შემთხვევისას არ გადააადგილო ავტომობილი შემთხვევის ადგილიდან, დარეკე ცხელ ხაზზე +995 32 2 500 001 და დაუკავშირდით საპატრულო პოლიციას შემთხვევის ადგილიდან.