fb client
03/11/2026

ტვირთების დაზღვევა 20%-ით დაბალი ტარიფით - Benefits-ის შეთავაზება ბიზნესს

იმპორტი, ექსპორტი და ტვირთების რეგულარული გადაზიდვა მრავალი კომპანიის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ტრანსპორტირების ხარჯებთან ერთად, ბიზნესისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ტვირთის ფინანსური დაცვა და გაუთვალისწინებელი ზარალის რისკის შემცირება.

სადაზღვევო კომპანია Benefits ბიზნესს ტვირთების გადაზიდვის დაზღვევას 20%-ით დაბალი ტარიფით სთავაზობს. შეთავაზება განკუთვნილია კომპანიებისა და მეწარმეებისთვის, რომლებიც ტვირთებს როგორც საქართველოს შიგნით, ისე საერთაშორისო მიმართულებებით გადაადგილებენ.

ტვირთების დაზღვევის შესაძლებლობებსა და ბიზნესისთვის შეთავაზებულ პირობებზე Non life-ის მიმართულებით Benefits-ის კომერციული და ბიზნესის განვითარების დირექტორის მოადგილე  თინათინ გოგოლაშვილი საუბრობს.
 

20%-ით ნაკლები სადაზღვევო ხარჯი ბიზნესისთვის

კომპანიებისთვის, რომლებიც რეგულარულად ახორციელებენ ტვირთების გადაზიდვას, სადაზღვევო ხარჯების ოპტიმიზაცია წლიურ ჭრილში მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს ქმნის.

მაგალითად, თუ ბიზნესი ტვირთების დაზღვევაში წლიურად 10,000 ლარს იხდის, 20%-ით დაბალი ტარიფი, სხვა თანაბარი პირობების შემთხვევაში, 2,000 ლარის ეკონომიას ნიშნავს.

„ჩვენი მიზანია, ბიზნესს შევთავაზოთ არა მხოლოდ ტვირთის ფინანსური დაცვა, არამედ კონკურენტული სადაზღვევო პირობებიც. სწორედ ამიტომ, კომპანიებს ვთავაზობთ მოქმედ ტარიფებთან შედარებით 20%-ით დაბალ ფასს. ეს განსაკუთრებით საინტერესოა იმ ბიზნესებისთვის, რომლებსაც რეგულარული გადაზიდვები აქვთ და სადაზღვევო ხარჯები მათი საოპერაციო ბიუჯეტის ნაწილია,“— აღნიშნავს თინათინ გოგოლაშვილი.

რა რისკებისგან იცავს ტვირთების დაზღვევა ბიზნესს?

ტრანსპორტირების პროცესში ტვირთის დაზიანებამ, დაკარგვამ ან ქურდობამ შესაძლოა კომპანიას მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიაყენოს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მაღალი ღირებულების საქონელს ან რეგულარულ საერთაშორისო მიწოდებებს ეხება.

Benefits-ის ტვირთების გადაზიდვის დაზღვევა უზრუნველყოფს ფინანსურ დაცვას რისკების შემთხვევაში და ვრცელდება გადაზიდვის სხვადასხვა ფორმაზე:

  • სახმელეთო გადაზიდვები — ტვირთის ტრანსპორტირება საქართველოსა და საერთაშორისო მარშრუტებზე;
  • საზღვაო გადაზიდვები — საერთაშორისო სავაჭრო ტვირთების ტრანსპორტირება;
  • საჰაერო გადაზიდვები — სწრაფი და მაღალი ღირებულების ტვირთების გადაადგილება.

დაზღვევა განსაკუთრებით აქტუალურია იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანიებისთვის, დისტრიბუტორებისთვის, სავაჭრო და საწარმოო ბიზნესებისთვის, რომელთა საქმიანობაც საქონლის უწყვეტ მიწოდებაზეა დამოკიდებული.

ფინანსური დაცვა და კონკურენტული პირობები ერთ შეთავაზებაში

ტვირთების დაზღვევისას ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია ორი ძირითადი ფაქტორი — სადაზღვევო დაფარვის შესაბამისობა რეალურ რისკებთან და მომსახურების ღირებულება.