fb client
29/12/2021

უცნაური საახალწლო ტრადიციები მსოფლიოს გარშემო

 

ახალი წლის დადგომამდე, სულ ცოტა დრო რჩება, 31 დეკემბერს მსოფლიოს გარშემო ადამიანები ახალი წლის შესახვედრად იკრიბებიან და გასულ წელს ემშვიდობებიან. სადღესასწაულო აღნიშვნა და ფოიერვერკები ახალი წლის ღამეს ჩვეულია, თუმცა არსებობს ქვეყნები სადაც არსებობს განსხვავებული უნიკალური ტრადიციები.

დღევანდელ ბლოგში გამოგზაურებთ  მსოფლიოს გარშემო, რომ გაგიზიაროთ უცნაური და სახალისო საახალწლო ტრადიციები. ჩაიფიქრე სურვილები, ჩვენ კიბედნიერი შობა ახალი წელს გისურვებთ!

ესპანეთი

ესპანეთში და სხვა ლათინო ამერიკულ ქვეყნებში არსებობს საახალწლო ტრადიცია: რომლის მიხედვითაც, სიმბოლური რაოდენობა 12 ყურძენი, მომავალი წლის 12 თვისთვის უნდა მიირთვა, რათა ფინანსური კეთილდღეობა უზრუნველყო. მარტივად ჟღერს? გამოწვევა იმაში მდგომარეობს, რომ შუაღამისას ყოველი ზარის დარეკვისას ერთი ყურძენის მირთმევა უნდა მოსწრო, ასევე შეგიძლია შამპანიურის მიყოლებაც. ეს ტრადიცია სათავეს 1909 წლიდან იღებს და ალიკანტელ მევენახეებს უკავშირდება, მაშინ ეს იდეა განსაკუთრებული მოსავლის შემდეგ მეტი ყურძენი გაყიდვის სურვილმა გააჩინა.

დანია

მაშინ როცა საბერძნეთი ცნობილია დღესასწაულებზე თეფშების მტვრევით, თურმე ეს ტრადიცია დანიაშიც საკმაოდ პოპულარულია. ახალი წლის ღამეს დანიელები ამტვრევენ წლის განმავლობაში დაგროვილ გამოუყენებელ თეფშებს, მეგობრების და ოჯახის წევრების სახლების კარებებთან. მათ სჯერათ რომ ეს კარგი იღბლის მომტანია. მოკლედ, რაც უფრო მეტ დამტვრეულ თეფშს იპოვით სახლთან, მით უფრო მეტად იღბლიანი ახალი წელი გელოდება.

იაპონია

თუ ახალი წლის აღნიშვნას იაპონიაში გადაწყვეტ, 108 ზარის ხმის ექოს, ქუჩებშიც გაიგონებ. ეს ბუდისტური ტრადიცია, მიჩნეულია, რომ ადამიანებს ცოდვებისგან ანთავისუფლებს და კარგი იღბალი მოაქვს მათთვის. მოსახლეობას ასევე სჯერა რომ, კარგია თუ ახალი წლის შემოსვლას ღიმილით ან სიცილით შეეგებები.

სამხრეთ ამერიკ

სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში როგორიცაა მექსიკა, ბოლივია და ბრაზილია ტრადიციის მიხედვით არსებობს ცრურწმენა, რომ შენმა საცვლის ფერმა შეიძლება განსაზღვროს როგორი ახალი წელი გექნება: მათ ვინც სიყვარულს ეძებს - წითელი, ვისაც მატერიალური კეთილდღეობის მოზიდვა უნდა - ყვითელი, ხოლო თუ მხოლოდ სიმშვიდეს ეძებს, მაშინ თეთრ ფერზე უნდა შეაჩეროს არჩევანი.

იტალია

იტალიაში ბევრი მაცხოვრებელი ახალ წელს ყრის ძველ საყოფაცხოვრებო ნივთებს ფანჯრიდან, ალბათ გაგიხარდება თუ გაიგებ, რომ მხოლოდ რბილ ნივთებზეა საუბარი. ეს ქცევა გამოხატავს ახალ საწყისს მომავალი წლისთვის. დაწყებული ბალიშებით - პლედებამდე, ნებისმიერი რამ, რაც აღარ გგვრის სიამოვნებას, მისგან უნდა განთავისუფლდე.

ფილიპინები

ფილიპინებში,ახალი წლის დადგომა მატერიალური მხარის გააქტიურებასთან ასოცირდება. ადგილობრივებს სჯერათ, რომ თუ გარშემო მრგვალი ფორმის ნივთებს მოიზიდავენ მონეტის მსგავსად, ეს მათ მეტ ფულს და წარმატებას მოუტანს. ასევე, სასურველია იმ ტანსაცმელის ტარება, რომელზეც მრგვალი დეტალებია და საკვებსაც მრგვალი ფორმა აქვს. დამატებით ტრადიციის მიხედვით, ჯიბით მონეტის ტარება ფულის მოზიდვას უფრო გააქტიურებს.

არ აქვს მნიშვნელობა ახალ წელს მსოფლიოს რომელ ქვეყანაში ეგებებით, ეს დღე მაინც ყველგან განსაკუთრებული და ჯადოსნურია! გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას სახელით გილოცავთ დამდეგს და გისურვებთ მშვიდ, ბედნიერ ახალ წელს !