fb client
14/09/2021

რატომ გჭირდება ბიზნესის დაზღვევა

 

ბიზნესის მართვას ყოველთვის ახლავს თან გაუთვალისწინებელი რისკები . ბუნებრივმა სტიქიამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ბიზნესს, დასაქმებულმა შეიძლება მიიღოს ტრავმა სამსახურში; ან თუნდაც კლიენტმა შეიტანოს სარჩელი შენი კომპანიის წინააღმდეგ. ამ და სხვა არასასიამოვნო ფაქტორებისგან, მნიშვნელოვანია შენი აქტივების დაცვა, ამის ერთერთი საუკეთესო გზა კი არის ბიზნესის დაზღვევა:

  • დაზოგე დრო, ფული და აირიდე სტრესი
  • დაიცავი ბიზნესი ზიანისგან
  • შეუქმენი შენს თანამშრომლებს დამატებითი ბენეფიტები

გიზიარებთ რამდენიმე რჩევას თუ რატომ ჭირდება შენს ბიზნესს დაზღვევა:

ბუნებრივი სტიქიები

რა ხდება მაშინ როცა შენს ბიზნესს მოულოდნელად, ბუნებრივი სტიქიით გამოწვეული ზარალი ადგება, მაგალითად როგორიცაა მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი და სხვა? ქონების დაზღვევა ფარავს მხოლოდ იმ ხარჯებს რაც შენობას ან ინვენტარს შეეხება, მაგრამ იმაზე თუ გიფიქრია ამ პერიოდის მანძილზე სანამ ბიზნესი გაჩერებულია რა რაოდენობის ფულს კარგავ - სწორედ ამის ანაზღაურებას ითვალისწინებს ბიზნესის დაზღვევა.

დაზღვევა ზრდის ბიზნესის მიმართ სანდოობას

შენი დაზღვევა არა მხოლოდ შენს ბიზნესს იცავს, არამედ სწორი პოლიტიკა არწმუნებს კლიენტებს და კონტრაქტორებს, რომ სერიოზულად იაზრებთ რისკების მართვის მნიშვნელობას, ეს კი ყველას თვალში ზრდის სანდოობისა და დაცულობის შეგრძნებას გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს.

თანამშრომლების ბენეფიტები

ბიზნესის ყველაზე ღირებული აქტივი შენს მიერ შემოთავაზებული პროდუქცია,მომსახურება ან ტექნიკური ინვენტარი კი არაა რომელსაც ასე უფრთხილდები, არამედ შენი თანამშრომლები არიან. დაზღვევა არ გულისხმობს მხოლოდ შენი ბიზნესის დაცვას მოსალოდნელი საფრთხეებისგან, მას შეიძლება ჰქონდეს დადებითი სარგებელი კვალიფიციური თანამშრომლების მოზიდვისა და შენარჩუნების თვალსაზრისით. ანაზღაურების შემდეგ, სამსახურის მაძიებლები ეძებენ ბენეფიტურ პირობებს,რაც ბიზნეს რისკებსაც ითვალისწინებს.

ინვესტიცია მანქანა-დანადგარებში

ყველა ბიზნესს ჭირდება შესაბამისი გარემო რომ იფუნქციონიროს, ბიზნესის დაზღვევის პოლისი ასევე მოიცავს არსებული ინვენტარის ან მანქანა-დანადგარების დაზიანების ან სხვა კატასტროფების შემთხვევაში მათ დროულად შეკეთებას ან შეცვლას.

მომავალს ვერ იწინასწარმეტყველებ

არ არსებობს ჯადოსნური ბროლის ბურთი, რომელიც მომავალს გვიწინასწარმეტყველებს, არაჩვეულებრივი იქნებოდა მომავალში ბუნებრივი სტიქიების, ფიზიკური დაზიანებების ან უსიამოვნო სარჩელების თავიდან აცილება რომ შეგვეძლოს. სიმშვიდეს მხოლოდ ბიზნესის დაზღვევა მოგიტანს, სწორად შერჩეული ბიზნეს დაზღვევით, პატარა ბიზნესის მფლობელმაც შეიძლება მიაღწიოს სიმშვიდეს და ფოკუსირდეს იმაზე რაც უკეთესად გამოსდის - მომგებიანი, წარმატებული ბიზნესის მართვაზე.

შენ იმსახურებ სიმშვიდეს

სიმშვიდის შეგრძნებას არაფერი შეედრება, არავინ უარყოფს რომ ბიზნესი ყოველთვის რისკთანაა კავშირში, მაგრამ ის შეიძლება იყოს მართვადი და მინიმუმამდე დაყვანილი. ბიზნეს დაზღვევით შენ შეგიძლია ბევრად უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე იფიქრო ვიდრე გაუთვალისწინებელი რისკებია.