fb client
21/01/2022

COVID-19 ხშირად დასმული კითხვები

  1. ვინ ითვლება COVID - ინფიცირებულად?

COVID19 ინფიცირებულად ითვლება ადამიანი, რომელსაც ინფექცია დაუდასტურდა  ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევით (პჯრ ტესტი- PCR) ან სწრაფი ანტიგენ ტესტით.

  1. სად არის შესაძლებელი COVID-19-ზე ტესტირება?

ანტიგენის სწრაფი ტესტირება შესაძლებელია მითითებულ ბმულზე წარმოდგენილ ლაბორატორიებში. https://stopcov.ge/ka/klinikebi

  1. რა შემთხვევაში ხდება PCR ტესტის გაკეთება? რა შემთხვევაშია ფასიანი და რა შემთხვევაში უფასო?

PCR ტესტის ჩატარების საჭიროება დადგენილია პროტოკოლის მიხედვით და განსაზღვრავს ოჯახის ექიმი,ახალი დადგენილებით ექიმის PCR ტესტი არ არის უფასო.

  1. როგორია იზოლაციისა და კარანტინის ვადები?

ვაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის 17 იანვრიდან იზოლაციისა და კარანტინისთვის დაწესებული ვადები შეიცვალა.

 

ასიმპტომური და მსუბუქი პაციენტებისთვის:

იზოლაციის ვადა განისაზღვრა 8 დღით;

სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს 24 საათი;

საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის:

კარანტინის ვადა განისაზღვრა 10 დღით;

პირს უნდა აღენიშნებოდეს სიმპტომების მკვეთრი გაუმჯობესების დინამიკა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში;

იზოლაციის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იღებს მისი ოჯახის ექიმი.

ორივე ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში, იზოლაციიდან გასვლის შემდეგ პირს ეძლევა მკაცრი რეკომენდაცია 5 დღის განმავლობაში პირბადის ტარების შესახებ;

კონტაქტში მყოფი პირებისთვის, არავაქცინირებულთათვის და სხვა ჯგუფებისთვის შეცვლილი ვადების შესახებ ინფორმაციას გაეცანით, მითითებულ ბმულზე :

https://cutt.ly/PIWwC9w

https://ncdc.ge/#/pages/content/e8e29fd3-64fd-4737-b542-b50cc6d49f27?fbclid=IwAR3ehpxkOUMtrv8AITTP3cwTyQ1VSQHGGeJxcMwcmI-VbWMrL6raQUbVNeY

  1. როგორ დავიცვათ თავი კოვიდ 19 -გან?
  • აიცერით; გაიკეთეთ ბუსტერი;
  • ატარეთ პირბადე;
  • დაიცავით ფიზიკური დისტანცია;
  • დაიბანეთ ხელები ხშირად ან დაიმუშავეთ სადეზინფექციო ხსნარით;
  1. რატომ უნდა ჩავიტაროთ და რამდენად მნიშვნელოვანია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია?

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები პანდემიის შეჩერების ყველაზე ეფექტური საშუალებაა.   ვაქცინაცია ამცირებს ინფიცირების და შესაბამისად ავადობისა და  სიკვდილიანობის რისკებს.  COVID-19-ის ვაქცინების  ეფექტურობა დადასტურებულია კლინიკური კვლევების რამდენიმე ეტაპიანი ციკლით და იმ ქვეყნების გამოცდილებით, სადაც მიმდინარეობდა COVID-19 ვაქცინების დანერგვა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას!

ვაქცინაცია რეკომენდებულია იმ შემთხვევაშიც, თუ უკვე გადაიტანეთ COVID-19, რადგან არსებული მტკიცებულებებით, ინფექციის გადატანის შემდგომ არ ყალიბდება მყარი იმუნიტეტი და ადამიანი კვლავ რჩება განმეორებითი ინფიცირების რისკის ქვეშ.

საქართველოში ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითია.

  1. როგორ უნდა დავჯავშნო რიგი/დავრეგისტრირდე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთის?

ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება და რიგის დაჯავშვნა შესაძლებელია  სარეგისტრაციო პორტალზე: https://booking.moh.gov.ge/

  1. დასაშვებია თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორსულებსა და ბავშვებში?

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით დასაშვებია ორსულების და მეძუძური ქალების აცრა რისკისა და სარგებლის გათვალისწინებით.

საქართველოში ორსულებსა და მეძუძურ ქალებს შეუძლიათ აიცრან COVID-19-ის საწინააღმდეგო პფაიზერ ბიონტექის (Pfizer-BioNTech) ვაქცინით. ვაქცინაცია რეკომენდირებულია ორსულობის ნებისმიერ ვადაზე.

  1. ვის მივამართო COVID-19-თან დაკავშირებული საჭიროებების შემთხვევაში? (თუ არ ხართ ჩვენთან დაზღვეული)
  • საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი-112
  • სამთავრობო ცხელი ხაზი-144
  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი-1505
  • დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი-116-001
  1. ვის მიერ გაიცემა ცნობა COVID-ინფიცირების  ან არსებული კონტაქტის შესახებ სამსახურში წარსადგენად?
  • თუ საკარანტინე ზონაში მოთავსებული პირი დასაქმებულია, ჯანდაცვის  სამინისტრო უფლებამოსილია, ასეთ პირებზე, მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს საავადმყოფოს ფურცლის ტოლფასი ცნობა.
  • სტაციონარში მოთავსებულ პირებზე ცნობა გაიცემა სტაციონარული დაწესებულების მიერ
  • ბინაზე მეთვალყურეობის შემთხვევაში ცნობას გასცემს შესაბამისი(მკურნალობის პროცესში ჩართული) ოჯახის ექიმი.