fb client
28/03/2022

საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონია – ბენეფიტსმა მატჩის საუკეთესო მოთამაშე დააჯილდოვა

20 მარტს, „დინამო არენაზე“ გამართულ მატჩზე საქართველომ ესპანეთი 49:15 დაამარცხა და 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ბორჯღალოსნებმა ეს ტიტული ზედიზედ მეხუთედ, სულ კი მე-14-ედ მოიპოვეს.

მატჩის დასრულების შემდეგ ბენეფიტსმა მატჩის საუკეთესო მოთამაშე ვასილ ლობჟანიძე სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.

გლობალ ბენეფიტს ჯორჯია 2021 წლიდან რაგბის ეროვნული კავშირს უნიკალური ჯანმრთელობის დაზღვევით ემსახურება.

შექმნილია საქართველოში, განსაკუთრებული სპორტული პაკეტი, რომელიც მოიცავს ეროვნული ნაკრების მორაგბეების მიერ მიღებული სპორტული ტრავმის 100% დაფარვას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. პოლისი ითვალისწინებს რაგბის სპეციფიკასა და თითოეული სპორტსმენის შეუფასებელ ღვაწლს, აქედან გამომდინარე შემუშავდა აღნიშნული პაკეტი.

თითოეულ დაზღვეულს მის საჭიროებაზე მორგებული, პირადი მენეჯერი ემსახურება. შესაბამისად, ჩვენი მორაგბეები, ეროვნული ნაკრებისა თუ რაგბის კავშირის წარმომადგენლები, ნებისმიერ მომსახურებას ოპერატიულად და მარტივად იღებენ.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ რაგბის ეროვნულ ნაკრებს ამ დამაჯერებელ გამარჯვებას!

ბორჯღალოსნების ჯანმრთელობაზე ზრუნვას კი ბენეფიტსი აგრძელებს.