fb client
15/10/2026

სიცოცხლის დაზღვევა, როგორც ახალი შესაძლებლობა ფინანსურ სექტორთან პარტნიორობაში

2026 წელს Benefits-მა სიცოცხლის დაზღვევის მიმართულება განავითარა და საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორთან პარტნიორობის გაფართოება დაიწყო.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში სიცოცხლის დაზღვევის მიმართულებით მოზიდულმა პრემიამ 129 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 18%-იანი ზრდაა.

„ჩვენთვის ეს მიმართულება საინტერესოა არა მხოლოდ Credit Life-ის, არამედ ფინანსურ სექტორთან უფრო ფართო თანამშრომლობის თვალსაზრისით. 2026 წლიდან აქტიურად ვავითარებთ საბანკო სექტორთან პარტნიორობას და დღეს უკვე სიცოცხლის დაზღვევის მიმართულებით ვთანამშრომლობთ მსხვილ ბანკებთან, როგორებიცაა: საქართველოს ბანკი, ბაზისბანკი და ლიბერთი ბანკი. პარალელურად, ვმუშაობთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან პარტნიორობის განვითარებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნაზე.

ჩვენი ხედვა მხოლოდ Credit Life-ით არ შემოიფარგლება. გვინდა, ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად განვავითაროთ სადაზღვევო პროდუქტები, რომლებიც მათ საკრედიტო და სხვა ფინანსურ მომსახურებებს მოერგება. საუბარია, მათ შორის, სამომხმარებლო, ავტო და იპოთეკურ სესხებთან, მიკროსესხებსა და სალომბარდე სესხებთან დაკავშირებულ სადაზღვევო გადაწყვეტილებებზე. ასევე ვხედავთ შესაძლებლობას, ფინანსურ ინსტიტუტებთან ქონებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებითაც გავაფართოოთ თანამშრომლობა.”

პარტნიორობის გაფართოებასთან ერთად, მნიშვნელოვანი იყო ისეთი შიდა პროცესებისა და სამუშაო მოდელის ჩამოყალიბება, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის სწრაფად და მოქნილად დაწყებას უზრუნველყოფს. დღეს Benefits-ს აქვს შესაბამისი ორგანიზაციული მზაობა, რომ ზემოთ აღნიშნულ მიმართულებებზე პარტნიორების წრე კიდევ უფრო გაზარდოს.