20%-იანი ფასდაკლება BENEFITS-ის დაზღვეულებისთვის
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ. პარტნიორობის მიზანია BENEFITS-ის დაზღვეულებისთვის ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების შეფასებებსა და რეკომენდაციებზე წვდომის გამარტივება.
MedVeritas Global წარმოადგენს სამედიცინო კომპანიას, რომელიც პაციენტებს ამერიკელ სამედიცინო ექსპერტებთან აკავშირებს. სერვისი განკუთვნილია როგორც პაციენტებისთვის, რომელთაც ზუსტი დიაგნოზი ჯერ არ აქვთ დადგენილი და პროფესიული შეფასება სჭირდებათ, ასევე მათთვის, ვისაც უკვე დადგენილ დიაგნოზსა და მკურნალობის გეგმაზე მეორე სამედიცინო აზრის მიღება სურს.
პარტნიორობის ფარგლებში BENEFITS-ის დაზღვეულები ისარგებლებენ 20%-იანი ფასდაკლებით MedVeritas Global-ის სერვისებზე.
MedVeritas Global-ის მეშვეობით პროცესი სრულად დისტანციურად მიმდინარეობს, რაც დაზღვეულებს შესაძლებლობას აძლევს, ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ აშშ-ის სამედიცინო ექსპერტების მომსახურება. პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციისა და ჩატარებული კვლევების შესწავლის შემდეგ ინიშნება ონლაინ კონსულტაცია შესაბამის სამედიცინო ექსპერტთან. კონსულტაციის საფუძველზე ექსპერტი ამზადებს პროფესიულ შეფასებასა და შესაბამის რეკომენდაციებს, რაც პაციენტს მკურნალობის შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრაში ეხმარება.