შეთავაზების შესახებ
ბენეფიტსის დაზღვეულებს ძვალსახსროვანი დაავადებების სამკურნალო ცენტრი ,,სიმეტრია" სპეციალურ ფასდაკლებას სთავაზობს:
ექიმის კონსულტაციაზე -50%
კინეზითერაპიის კურსზე -15%
ბიომექანოთერაპიის კურსზე -15%
ძვალსახსროვანი დაავადებების სამკურნალო ცენტრი ,,სიმეტრია" უკვე 7 წელია რაც საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია 5 ცენტრით - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ამასთანავე კლინიკა არის საერთაშორისო ქსელ ,,სიმეტრიას" წარმომადგენელი, რომელსაც აქვს ფილიალები უკრაინაში, გაერთიანებულ ემირატებსა და ყაზახეთში.
ჩვენს ცენტრში ვმკურნალობთ ორი მეთოდის კომბინაციით . პირველი პასიური ბიომექანოთერაპია - რომლის დროსაც რეაბილიტოლოგი პალპაციის დახმარებით ამუშავებს ტრიგერულ წერტილებს კონკრეტულ კუნთებში, იოგებსა და მყესებში, მარტივი და დეკომპრესიული მოძრაობებით.
მეორე არის აქტიური რეაბილიტაცია ,,ექიმ ბუბნოვსკის მეთოდით" - ეს არის ინდივიდუალური ვარჯიშების კომპლექსი, რომელსაც პაციენტი დამოუკიდებლად ასრულებს რეაბილიტოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. პაციენტთა 80% უკვე მე 3-5 ვარჯიშიდან შვებასა და გაუმჯობესებას გრძნობს.
ყველზე ხშირი 3 მიზეზი მომართვიანობისა:
1. ქრონიკული წელის ტკივილი (დაკავშირებული მჯდომარე ცხოვრების წესთან, რომელიც 21 საუკუნის ერთერთი გამოწვევაა)
2. ბავშთა ტანადობის დარღვევები - სქოლიოზისა და კიფოზის ადრეული კორექცია იძლევა ოპერაციის თავიდან აცილების შანსს
3. მალთაშუა დისკის თიაქარი და პროტრუზია
ამას ემატება ართროზები, ტრავმის, ენდოპროტეზირებისა და ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია, ტერფების ვალგუსური და ვარუსული დეფორმაციები. მეთოდი შედეგიანია როგორც ბავშვებში ისე ზრდასრულებში.
თითოეულ პაციენტთან მუშაობს სპეციალისტთა გუნდი, რონელიც შედგება მკურნალი ექიმის, რეაბილიტოლოგისა და მასაჟისტისაგან.
პირადი რეაბილიტოლოგი თითოეულ პროცედურაზე მიყვება მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმას და აკორექტირებს პაციენტის სხეულის მდგომარეობას.
პაციენტთა უმრავლესობა დაახლოებით მე 3-4 ვარჯიშის მერე გრძნობს ცვლილებებს, თუმცა კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია - ზოგიერთისთვის 3 კვირა საკმარისია, ზოგს კი 8 კვირაზე მეტი სჭირდება. ეს ძირითადად დამოკიდებულია ასაკზე, დიაგნოზსა და თავად პაციენტის დისციპლინაზე.
კონტაქტი
თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი/ბოჭორმის ქ. 50/18; - 599162773| თბილისი, ჭავჭავაძის 49ა - 555693693| თბილისი,ცინცაძის 9 – 544448622| ბათუმი, ფიროსმანის 18ა - 591630004| ქუთაისი, თამარ მეფის 14 ( კინო საქართველო სართული 4) - 591630008
544 443 262
ხანგრძლივობა
დაწყების თარიღი: 06-05-2025
დასრულების თარიღი: 06-05-2026
გაქვს კითხვები?
დაგვიკავშირდით